კოპაკაბანა (პორტ. Copacabana) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი კვარტალი (Bairro) სამხრეთ ზონაში. ცნობილია თავის 4 კმ სიგრძის პლაჟით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.[1]

რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კოპაკაბანის პლაჟის ხედი შაქრისთავა მთიდან
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1100
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100
ინგლ.რუს.ფრ.
კოპაკაბანის ხედი შაქრისთავა მთიდან
კოპაკაბანა მწუხრისას

ისტორია რედაქტირება

რაიონს XVIII საუკუნის შუა ხანებამდე საკოპენაპას (Sacopenapã) ეძახდნენ. სახელი გადაერქვა ბოლივიის მფარველის, კოპაკაბანის ქალწულის კაპელის ასლის აშენების შემდეგ.[2]

მახასიათებლები რედაქტირება

კოპაკაბანა პრინცესა იზაბელის გამზირიდან იწყება და პოსტუ-სეისთან მთავრდება. გარდა სახელგანთქმული კოპაკაბანისა, ასევე არსებობს ორი პატარა პლაჟი, რომელთაგან ერთ-ერთის — არპოადორის შემდეგა იპანემის პლაჟი იწყება. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოთხი ოლიმპიური ზონიდამ ერთ-ერთი სწორედ აქ განთავსდა.

რიო-დე-ჟანეიროს ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, კოპაკაბანაში 63 სასტუმრო და 10 ჰოსტელია.[3]

კოპაკაბანის პლაჟი რედაქტირება

კოპაკაბანის პლაჟი გადაჭიმულია პოსტუ-დოისიდან პოსტუ-სეისამდე. მის ორივე ბოლოში აღმართულია ისტორიული ციხესიმაგრეები — კოპაკაბანის ციხე, რომელიც 1914 წელს აიგო სამხრეთ ბოლოში და კაშიასის ჰერცოგის ციხე, რომელიც 1779 წელს აიგო ჩრდილოეთით. კურიოზული ფაქტია, მაგრამ არ არსებობს სამაშველო კოშკი.[4]

კოპაკაბანის პლაჟი ყოველი წელს, ახალი წლის საღამოს მილიონობით ადამიანს მასპინძლობს, რა დროსაც გრანდიოზულ ფოიერვერკს უშვებენ. მრავალ წელს კი აქ იმართება ფიფას პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო თასის ოფიციალური მატჩები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.photos4travel.com/destination-ideas/top-10-most-popular-beaches-in-the-world
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-26. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
  3. Riotur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
  4. FUNCEB - Fundação Cultural Exército Brasileiro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-08. ციტირების თარიღი: 2012-06-14.