თომას „ტომ“ ნოივირთი (გერმ. Thomas Neuwirth, უფრო მეტად ცნობილი, როგორც დრაგ-კუინი კონჩიტა ვურსტი (გერმ. Conchita Wurst) დ. 6 ნოემბერი, 1988) — ავსტრიელი მომღერალი. ვურსტი წარადგენდა ავსტრიას 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კოპენჰაგენში და გაიმარჯვა სიმღერით „Rise Like a Phoenix“. ვურსტის როლში მომღერალი ქალის ხმით საუბრობს და მღერის.[1]

თომას ნოივირთი

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც კონჩიტა ვურსტი
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1988 (1988-11-06) (35 წლის)
დაბ. ადგილი გმუნდენი, ავსტრია
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2006–დღემდე
საიტი conchitawurst.com
კონჩიტა ვურსტი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

კონჩიტა ვურსტი (თომას ნოივირტი) ავსტრიელი მომღერალი და დრაგ ქუინია, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო პერსონით. ნოივირტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სიმღერით "Rise Like a Phoenix".[2] გმუნდენში დაბადებული, ნოივირტი საცხოვრებლად გადავიდა გრაცში, რათა მოდის სპეციალობით ესწავლა. 2011 წლიდან ნოივირტი საზოგადოებაში უკვე კონჩიტა ვურსტის იმიჯით ჩნდება.

ორი წლის შემდეგ, კონჩიტა ვურსტი აირჩიეს ავსტრიის წარმომადგენლად 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. კონჩიტას შესრულებამ ყველაზე მეტი, 290 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მომღერალმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და სხვადასხვა აღლუმებზე, ევროპარლამენტსა და გაეროს ოფისში ვენაში მიიწვიეს.

კარიერა რედაქტირება

2006 წელს კონჩიტამ მიიღო მონაწილეობა ავსტრიული სატელევიზიო შოუს Starmania-ს მესამე სეზონში და ნადინ ბეილერის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, მან დააარსა ბოიბენდი Jetzt Anders!, მაგრამ ჯგუფი იმავე წელს დაიშალა.[3]

კონჩიტა პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ORF-ის შოუში Die große Chance-ში 2011 წელს გამოჩნდა, სადაც მან მე-6 ადგილი დაიკავა.[4] 2012 წელს მან იასპარეზა ავსტრიის ეროვნულ ფინალში 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის და მეორე ადგილი დაიკავა.[5] კონჩიტა შემდეგ გამოჩნდა ORF-ის შოუში The Hardest Jobs of Austria, მუშაობდა თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში და Wild Girls-ში, რომელშიც კანდიდატთა ჯგუფს უნდა გადარჩენილიყო ნამიბიის უდაბნოებში ადგილობრივ ტომებთან ერთად.[6]

ევროვიზია 2014 რედაქტირება

2013 წლის 10 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულმა მაუწყებელმა ORF-მა გამოაცხადა, რომ მან აირჩია კონჩიტა ავსტრიის წარმომადგენლად ევროვიზიის 2014-ზე, რომელიც კოპენჰაგენში, მაისში გაიმართებოდა.[7] ამავე წლის მაისში ცნობილი გახდა მისი სიმღერაც "Rise like a phoenix", რომელმაც მალე დაიპყრო მოწინავე ადგილები ლიდერბორდებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აქამდეც მონაწილეობდნენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები, როგორიცაა დანა ინტერნეიშენალი, მაგრამ კონჩიტა იყო განსაკუთრებული.[8]

გამარჯვება რედაქტირება

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალში, 8 მაისს კონჩიტა, 10 მაისს დაგეგმილ ფინალში გავიდა. 2014 წლის 10 მაისს კოპენჰაგენში გამართულ ფინალში მან 290 ქულით გაიმარჯვა. სწორედ 2014 წელს ავსტრიამ 1966 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, პირველად მოიპოვა გამარჯვება.[9]

2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, ის არაერთხელ გამოჩენილა კონკურსის სცენაზე. 2015 წელს მან კონკურსის წამყვანებთან ერთად გახსნით ცერემონიაზე იმღერა. ის ასევე წარსდგა 2019 წლის სიმღერის კონკურსზე, ვერკა სერდუჩკასთან, ელენი ფურეირასთან მონს ზერმერლოუსთან ერთად.[10]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2018 წელს კონჩიტამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის აივ-დადებითია[11] მან ინსტაგრამის პოსტის საშუალებით საჯაროდ დაწერა აივ-სტატუსის შესახებ. ის იძულებული იყო საჯაროდ ეთქვა ამ ფაქტის შესახებ, რადგან მას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა, რომელიც კონჩიტას აივ სტატუს გასაჯაროვებით ემუქრებოდა.[11][12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Morgan, Joe. Belarus calls to cancel Eurovision over inclusion of drag singer. Gay Star News. Gay Star News Ltd.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 7 May 2014.
  2. Conchita Wurst I'm only a Drag Queen With a Beard. 24 May 2014. https://www.youtube.com/watch?v=iS2x4aZy2v0.
  3. Conchita Wurst beim Song Contest de (10 September 2013). ციტირების თარიღი: 14 May 2015
  4. „Conchita Wurst – Neues Leben nach "Starmania". Kleine Zeitung (გერმანული). 24 February 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2012. ციტირების თარიღი: 27 July 2012.
  5. Trackshittaz vertreten Österreich beim Song Contest. (25 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2014
  6. Morscher, Mathias (11 July 2013). „Mit dem Trolley durch die Wüste“. Kurier (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 November 2020. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  7. „Conchita Wurst soll Österreich beim Song Contest vertreten“. nachrichten.at (გერმანული). 10 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 10 September 2013.
  8. Calvocoressi, Thomas (28 April 2014). „Can a bearded Austrian drag queen give Putin the bird?“. New Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2014. ციტირების თარიღი: 27 May 2014.
  9. Austria wins Eurovision Song Contest (11 May 2014). ციტირების თარიღი: 14 May 2014
  10. Siim, Jarmo. (19 December 2014) Who gets to host Eurovision in Vienna?. ციტირების თარიღი: 19 December 2014
  11. 11.0 11.1 Savage, Mark (16 April 2018). „Conchita Wurst reveals HIV diagnosis“. BBC News Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2018. ციტირების თარიღი: 16 April 2018.
  12. Duffy, Nick (16 April 2018). „Eurovision diva Conchita Wurst reveals she is HIV-positive“. PinkNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2018. ციტირების თარიღი: 16 April 2018.
წინამორბედი:
ემილი დე ფორესტი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები
2014
შემდეგი:
-