კონფორმისტი (ფილმი)

„კონფორმისტი“ (იტალ. Il conformista) — 1970 წლის იტალიური ფილმი, გადაღებული ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ, ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების რომანის (1951) მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჟან-ლუი ტრენტინიანი, სტეფანია სანდრელი და სხვები. ფილმი იყო იტალიური, ფრანგული და გერმანული კინოკომპანიების ერთობლივი ნამუშევარი.

„კონფორმისტი“
რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩის
პროდიუსერი მაურიციო ლოდი-ფე
სცენარის ავტორი ბერნანდო ბერტოლუჩი
ნაწარმოები ალბერტო მორავია
კონფორმისტი
როლებში
მუსიკა ჟორჟ დელერიუ
ოპერატორი ვიტორიო სტორარო
მწარმოებელი კომპანია
  • Mars Film Produzione
  • Marianne Productions
  • Maran Film
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 1 ივლისი, 1970 (1970-07-01) (ბსკბ)
  • 22 ოქტომბერი, 1970 (1970-10-22)
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
გერმანიის დროშა გერმანია
ენა
ბიუჯეტი 750,000 აშშ დოლარი[1]

ფილმი ფაშისტური მენტალიტეტის ერთგვარი ანალიზია. მთავარი გმირი მარჩელო კლერიცი მთელს ცხოვრებას სხვების გულის მოგებას ახმარს და იტალიის ფაშისტურ პარტიაში შედის, რათა ბრბოს შეერწყას და მისი ნაწილი გახდეს. ბერტოლუჩი თავის ფილმში იყენებს 1930-იანი წლების დეკორს, რომელიც ფაშისტურ მენტალიტეტთან და ერასთან არის ასოცირებული: საშუალო კლასის საცხოვრებელ ბინებსა და მმართველი ელიტის უზარმაზარ დარბაზებს.[2][3]

ფილმმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. 1971 წელს მას საუკეთესო იტალიური ფილმის წოდება მიენიჭა.[4] თხრობის გართულებული სტრუქტურითა და ნოვატორული კინემატოგრაფიით „კონფორმისტმა“ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაზე, გაუხსნა რა გზა ფსიქოლოგიური დრამების ახალ თაობას, როგორიც იყო „ნათლია“ (1972) და „აპოკალიფსი ახლა“ (1979).[5] გარდა ამისა, ფილმს მიღებული აქვს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, დავიდ დი დონატელოსა და სატელიტის ჯილდოები. აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 98% (53 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[6]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Alberto Moravia: Der Konformist. Roman (Originaltitel: Il conformista). Deutsch von Percy Eckstein und Wendla Lipsius. Wagenbach, Berlin 2009, 316 S., ISBN 978-3-8031-2620-7
  • Dietrich Kuhlbrodt: Bernardo Bertolucci. Reihe Film 24, Hanser Verlag, München 1982, ISBN 3-446-13164-7 (essayistische Besprechung)
  • Bernd Kiefer: Der große Irrtum/ Der Konformist. In: Reclam Filmklassiker. Philipp Reclam jun., Stuttgart 1995, ISBN 3-15-009418-6, Band 3, S. 210–213 (allgemeine Übersichtsbesprechung)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Credits (booklet). RaroVideo. 2014. p. 4. BRRVD 088.
  2. Buss, Robin. Italian Films, Il conformista, page 120. London: Anchor Press Ltd. ISBN 0-7134-5900-X.
  3. Joe Sommerlad. (26 ნოემბერი, 2019) Bernardo Bertolucci death: How the late director's The Conformist inspired The Godfather and The Sopranos. Independent. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  4. Il conformista. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  5. Jeffries, Stuart (2008-02-22). „Bertolucci: Films are a way to kill my father“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2008-10-18. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  6. The Conformist at Rotten Tomatoes. Last accessed: 28 მაისი, 2019.