კონსტანტინოპოლის ალყა (674-678)

კონსტანტინოპოლის ალყა
არაბულ-ბიზანტიური ომების ნაწილი

თეოდოსიუსის კედლები
თარიღი 674-678
მდებარეობა კონსტანტინოპოლი
შედეგი ბიზანტიის გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ომაიანთა სახალიფო
მეთაურები
კონსტანტინე IV იაზიდ I
ძალები
უცნობია 75 000
დანაკარგები
უცნობია 30 000
მთელი ფლოტი

კონსტანტინოპოლის ალყაარაბულ-ბიზანტიური ომების მთავარი ბრძოლა და არაბთა დაპყრობითი ლაშქრობების პირველი კულმინაცია. მიმდინარეობდა ბიზანტიის იმპერიასა და ომაიანთა სახალიფოს შორის 674-678 წლებში. არაბების ხალიფა მუავია I ტახტზე 661 წელს ავიდა და განაახლა ომი ბიზანტიასთან. მან მთავარ მიზნად დაისახა კონსტანტინოპოლის აღება. 672-673 წლებში არაბთა ფლოტმა შექმნა ბაზები მცირე აზიის სანაპიროს გასწვრივ და მალევე მოაქცია კონსტანტინოპოლი ბლოკადაში. არმია ქალაქ კირაკუსს გამოსაზამთრებლად იყენებდა და ყოველ გაზაფხულობით აახლებდა ალყას. საბოლოოდ ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ შეძლო არაბთა ფლოტის განადგურება ახლადგამოგონილი ბერძნული ცეცხლის მეშვეობით. არაბთა სახმელეთო არმიაც დამარცხდა მცირე აზიაში და ისინი იძულებული გახდნენ ალყა მოეხსნათ. ალყის შემდეგ ბიზანტიასა და არაბებს შორის დროებითი მშვიდობა დამყარდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brooks, E.W. (1898). "The Arabs in Asia Minor (641–750), from Arabic Sources". The Journal of Hellenic Studies. The Society for the Promotion of Hellenic Studies. XVIII: 182–208.
  • Canard, Marius (1926). "Les expéditions des Arabes contre Constantinople dans l'histoire et dans la légende". Journal Asiatique (in French) (208): 61–121. ISSN 0021-762X.