კონსტანტინოპოლის ალყა (1204)

კონსტანტინოპოლის ალყა
თარიღი 8–13 აპრილი, 1204
მდებარეობა კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
კონსტანტინოპოლი დაიპყრეს ჯვაროსნებმა
მხარეები
ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნები
ვენეციის რესპუბლიკის დროშა ვენეციის რესპუბლიკა
მეთაურები
ალექსი V დუკა ბონიფაციუს I
ენრიკო დანდოლო
ძალები
15 000 ჯარისკაცი[1] და 20 გემი[2] ჯვაროსნები: 10 000 ჯარისკაცი[3]
ვენეციელები: 10 000 ჯარისკაცი[3] და 210 გემი[4]
დანაკარგები
უცნობია უცნობია
კონსტანტინოპოლის ალყა ვიკისაწყობში

კონსტანტინოპოლის ალყამეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის კულმინაციური მოქმედება. მიმდინარეობდა 1204 წლის 8–13 აპრილს. ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღეს, გაძარცვეს და მისი ნაწილი გაანადგურეს. ქალაქის დაპყრობის შემდეგ მათ დააარსეს ლათინთა იმპერია და მისი პირველი იმპერიატორი ბოდუენ I ფლანდრიელი აია-სოფიაში ეკურთხა. კონსტანტინოპოლის დაცემა შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ამან გამოიწვია ისედაც გაყოფილი ქრისტიანობის (კათოლკეებად და მართლმადიდებლებად) კიდევ უფრო გაყოფა და მათ შორის ურთიერთობის გამწვავება.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ბიზანტიის იმპერიის დიდი ნაწილი ჯვაროსნებმა დაინაწილეს. ბიზანტიურმა არისტოკრატიამაც შექმნა რამდენიმე ბერძნული სახელმწიფო, მათ შორის — ნიკეის იმპერია, რომლის იმპერატორმა, მიხეილ VIII-მ 1261 წელს დაიბრუნა კონსტანტინოპოლი და აღადგინა ბიზანტიის იმპერია. თუმცა, აღდგენილმა იმპერიამ ვეღარ შეძლო ძველი ტერიტორიული და ეკონომიკური სიძლიერის დაბრუნება და საბოლოოდ 1453 წელს ოსმალთა მიერ განადგურდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. S. Blondal, The Varangians of Byzantium, 164
  2. J. Phillips, The Fourth Crusade and the Sack of Constantinople, 159
  3. 3.0 3.1 J. Phillips, The Fourth Crusade and the Sack of Constantinople, 269
  4. J. Phillips, The Fourth Crusade and the Sack of Constantinople, 106