კონსორტი — ისტორიული არისტოკრატიული წოდება. ატარებდა ის ადამიანი, რომელიც სამეფო ტახტზე იჯდა არა მემკვიდრეობის, არამედ ქორწინების გამო. ინგლისსა და სხვა მონარქიულ სახელმწიფოებში კონსორტი ეწოდება ადამიანს რომელიც არის მონარქის მეუღლე და თავად მონარქი არაა. არსებობს დედოფალი კონსორტი და მეფე კონსორტი.

დედოფალი კონსორტი რედაქტირება

ისტორიაში კონსორტი თითქმის ყოველთვის ქალია, თუმცა არიან იშვიათი კაცი გამონაკლისები, ანუ მეფე-კონსორტები როგორებიცაა ჰენრი სტიუარტი შოტლანდიაში, ანტუან დე ბურბონი ნავარაში, ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთა პორტუგალიაში, დავით სოსლანი საქართველოში და ა.შ.

დედოფალი კონსორტი ეწოდება ქალს, რომელიც დაქორწინებულია მეფეზე და სწორედ ამიტომაა ის ტახტზე. დედოფალ კონსორტის გარდა არსებობს იმპერატრიცა კონსორტი, რომელიც დედოფალ კონსორტის ანალოგიურია, ოღონდ ამ შემთქხვევაში ქალი დაქორწინებულია იმპერატორზე.

ისეთ პოლიგამიურ მონარქიებში, როგორიცაა მაგალითად მაროკო და ტაილანდი, დედოფალ კონსორტების რაოდენობა ერთდროულად რამდენიმეს აღწევს, ვინაიდან მეფეს იქ ერთდროულად რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს. ძველ დროში იმისათვის, რომ ქალი დედოფალ კონსორტი გამხდარიყო აუცილებლად უნდა ყოფილიყო არისტოკრატიული წარმოშობის, თუმცა დღეს ეს უკვე ასე აღარაა, მაგალითად ესპანეთის ამჟამინდელი დედოფალ კონსორტი, ლეტიცია ორტიზი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად ამისა დედოფალ კონსორტობისათვის არისტოკრატიულ წარმომავლობას დღემდე ითხოვენ ტაილანდში, თუმცა ეს ეხება მეფის მხოლოდ პირველ ცოლს, დანარჩენ ცოლებზე გამონაკლისები დაიშვება და მათ ანიჭებენ ტიტულს.

დღეს დღეისობით დედოფალ კონსორტები არიან შემდეგი ქალბატონები:

  • ლეტიცია ორტიზი, ესპანეთის დედოფალი;
  • პაოლა რუფო დი კალაბრია, ბელგიის დედოფალი;
  • მაქსიმა სორეგიეტა, ნიდერლანდების დედოფალი;
  • სილვია სომერლატი, შვედეთის დედოფალი;
  • სონია ჰარალდსენი, ნორვეგიის დედოფალი;
  • ანა მოტსოენენგი, ლესოთოს დედოფალი;
  • ლალა სალმა, მაროკოს დედოფალი;
  • სვაზილენდს ამჟამად ჰყავს 15 დედოფალ-კონსორტი;
  • საბიკა ბინტ იბრაჰიმი, ბაჰრეინის დედოფალი;
  • შეილა ბინტ ჰასანი, ბაჰრეინის დედოფალი;
  • იესთუნ პემა, ბჰუტანის დედოფალი;
  • მიჩიკო შოდა, იაპონიის დედოფალი;
  • რანია ალ-აბდულა, იორდანიის დედოფალი;
  • საილა ნავალ ბინტ ტარიქი, ომანის დედოფალი;
  • სრირასმი აკჰარაპჰონგპრიჩა, ტაილანდის დედოფალი;
  • შალსა ალ მაზრუი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედოფალი.
  • კამილა პარკერი, დედოფალი-კონსორტი, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი.

მეფე კონსორტი რედაქტირება

მეფე კონსორტი ეწოდება ისეთ მამაკაცს რომელიც დაქორწინებულია დედოფალზე და მხოლოდ ამიტომ ზის იგი სამეფო ტახტზე და არა მემკვიდრეობის გამო. მსოფლიოს ისტორიაში მეფე კონსორტების რაოდენობა ბევრად უფრო მწირია ვიდრე დედოფალ კონსორტებისა. ამის მიზეზი ისაა, რომ მონარქი ძირითადად მამაკაცი იყო და ქალს ძალიან იშვიათად ეძლეოდა მმართველობის შანსი.

დღესდღეობით მსოფლიოში სულ ორი მეფე-კონსორტია, ეს არის დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ II-ის მეუღლე, მეფე კონსორტი ფილიპე გლუქსბურგი და დანიის დედოფალ მარგარეტე II-ის მეუღლე ჰენრიხ მონპეზატი.

მსოფლიოს ისტორიაში რამდენიმე გამოჩენილი მეფე-კონსორტია, როგორებიც არიან შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტის მეორე მეუღლე ჰენრი სტიუარტი და ასევე მისი მესამე მეუღლე ჯეიმზ ჰეპბერნი. ასევე თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მეუღლე ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთა, ნავარის დედოფალ ჟანა დ'ალბრეს მეუღლე ანტუან დე ბურბონი, ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მეუღლე ფრანსისკო დე ბურბონი და ა.შ. მეფე-კონსორტი ასევე ხშირადაა ცნობილი როგორც პრინც-კონსორტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება