კონკია (2015 წლის ფილმი)

„კონკია" (ინგლ. Cinderella) — 2015 წლის რომანტიკული ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია კენეტ ბრანა, ხოლო სცენარის ავტორი კრის უეიცი. ფილმი წარმოებულია Walt Disney Pictures-ის, Kinberg Genre-ის, Allison Shearmur Production-ისა და Beagle Pug Films-ის თანაავტორობით. ფილმი დაფუძნებულია ხალხურ ზღაპარზე და წარმოადგენს უოლტ დისნეის 1950 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის გაცოცხლებულ ვარიანტს.[1] ფილმში თამაშობენ მსახიობები: ლილი ჯეიმსი, როგორც კონკია და ქეით ბლანშეტი, რიჩარდ მადენი, სტელან სკაშგორდი, ჰოლიდეი გრეინგერი, დერეკ ჯაკობი და ჰელენა ბონემ კარტერი.

„კონკია“
ინგლ. Cinderella
რეჟისორი კენეთ ბრანა
პროდიუსერი

საიმონ კინბერგი
ალისონ შერმური

დევიდ ბარონი
ეფუძნება დისნეის კონკია-ს
როლებში
კომპოზიტორი პატრიკ დოილი
მწარმოებელი კომპანია

Walt Disney Pictures
Kinberg Genre
Allison Shearmur Productions

Beagle Pug Films
დისტრიბუტორი

Walt Disney Studios

Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

13 თებერვალი, 2015 (ბერლინი)
13 მარტი, 2015 (აშშ)

27 მარტი, 2015 (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 106 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 95–100 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 542.4 მილიარდი აშშ დოლარი

ორიგინალური ანიმაციური ფილმის გაცოცხლებაზე მუშაობა დაიწყო 2010 წლის მაისში. 2013 წლის იანვრის ბოლოს, ბრანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც რეჟისორი გახდა, ხოლო სცენარის გადასასინჯად ალინე ბროშ მაკკენა დაიქირავეს. 2012 წლის ნოემბერში დაიწყო კასტინგი, ხოლო პირველი მსახიობი, რომელიც სამსახიობო ჯგუფს შეუერთდა იყო კეიტ ბლანშეტი. ძირითადი გადაღებები ინგლისში, ბუკინგემშირში, Pinewood Studios- ში დაიწყო 2013 წლის 23 სექტემბერს და დასრულდა 14 დეკემბერს.

კონკია-ს მსოფლიო პრემიერა შედგა 2015 წლის 13 თებერვალს, ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2015 წლის 13 მარტს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 27 მარტს სტანდარტული და IMAX ფორმატით Walt Disney Studios Motion Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმმა მთელი მსოფილის მასშტაბით 542 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო. ბევრმა მათგანმა შეაქო მსახიობების შესრულება (განსაკუთრებით ჯეიმსის, ბლანშეტისა და ბონემ კარტერის), ბრანას რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი, საპროდიუსერო ფასეულობები და ორიგინალური ანიმაციური ფილმის ერთგულება. ფილმმა მიიღო ნომინაცია 88-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, კრიტიკოსთა არჩევანის 21-ე დაჯილდოებაზე და ბრიტანეთის აკადემიის 69-ე ფილმის ჯილდოებზე, ყველა მათგანზე კოსტიუმების დიზაინისთვის.

სამსახიობო ჯგუფი რედაქტირება

  • ქეით ბლანშეტი - დედინაცვალი ასევე ცნობილი როგორც ლედი ტრემაინი
  • ლილი ჯეიმსი როგორც კონკია, ასევე ცნობილი როგორც ელა
    • ელოიზ უები როგორც ელა (10 წლის)
  • რიჩარდ მადენი - პრინცი, ასევე ცნობილი როგორც კიტი
  • ჰელენა ბონემ კარტერი, როგორც ზღაპრის ნათლია
  • ნონსო ანოზი, როგორც კაპიტანი
  • სტელან სკარშგორდი - დიდი ჰეცოგი
  • სოფი მაკშერა, როგორც დრიზელა
  • ჰოლიდეი გრეინგერი - ანასტასიას როლში
  • დერეკ იაკობი მეფის როლში
  • ბენ ჩაპლინი, როგორც ელას მამა
  • ჰეილი ატველი, როგორც ელას დედა
  • რობ ბრაიდონი, როგორც ოსტატი ფინეუსი
  • ჟანა პერეზი, როგორც სარაგოსას პრინცესა ჩელინა
  • ალექს მაკქვინი როიალ კრიერის როლში
  • ტომ ედენი, როგორც ხვლიკი გამცილებელი

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

2010 წლის მაისში ტიმ ბარტონის ალისა საოცრებათა ქვეყანაში-ის მაღალშემოსავლიანობის შემდეგ, რომელიც 2010 წლის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა და მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავ [2] Walt Disney Pictures-მა დაიწყო ახალ ფილმზე სახელწოდებით კონკია-ზე მუშაობა. ფილმი იქნებოდა ზღაპრის გაცოცხლებული ვერსია და დაფუძნებული იქნებოდა ალინ ბროშ მაკ-კენას სცენარზე.[3] 2011 წლის აგვისტოში მარკ რომანეკი დაიქირავეს რეჟისორად.[4] 2012 წლის 29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კრის ვეიცი მაკკენას სცენარში მცირე რედაქტირებებს შეიტანდა.[5][6] 2013 წლის იანვარში რომანეკმა დატოვა პროექტი შემოქმედებითი განსხვავებების გამო, რადგან იგი ისეთ ვერსიაზე მუშაობდა, რომელიც დისნეისგან განსხვავებულ ელემენტებს შეიცავდა. [7] იმავე თვის ბოლოს დისნეიმ მოლაპარაკებები გამართა კენეთ ბრანასთან რეჟისორის პოსტისათვის.[8] [9]

ქეით ბლანშეტი იყო პირველი მსახიობი, ვინც კონტრაქტს ხელი მოაწერა და 2012 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ იგი ითამაშებდა ლედი ტრემაინის, კონკიას ბოროტი დედინაცვლის როლს.[10] 2013 წლის მარტში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ემა უოტსონთან კონკიას როლზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა.[11] [12] უოტსონმა აირჩია ბელის როლის შესრულება დისნეის 2017 წლის ფილმში „მზეთუნახავი და მხეცი".[13] გაბრიელა უაილდი, სირშა რონანი, ალისია ვიკანდერი, ბელა ჰითკოტი და მარგო რობი ასევე განიხილებოდა კონკიას როლზე, მაგრამ მათგან არცერთი არ დამტკიცდა. [14]

2013 წლის 30 აპრილს ლილი ჯეიმსმა მიიღო მთავარი პესონაჟის როლი. [15] [16] ერთი კვირის შემდეგ, რიჩარდ მადენი შეირჩა პრინცის როლზე, რომელსაც ფილმში კიტი დაარქვეს. [17] 2013 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლიდეი გრეინჯერი და სოფი მაკშერა ფილმში კონკიას ორი ნახევარ-დის, ანასტასიასა და დრიზელას როლებს შეასრულებდნენ. [18] [19] იმავე თვის შემდეგ, ჰელენა ბონემ კარტერი შეირჩა ზღაპრის ნათლიის როლში. [20] 2013 წლის აგვისტოში ჰეილი ატველი და ბენ ჩაპლინი შეუერთდნენ მსახიობებს კონკიას დედისა და კონკიას მამის როლის შესასრულებლად. [21] 2013 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ სტელან სკარშგორდი შეასრულებდა დიდი ჰერცოგის როლს.[22] 2013 წლის 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დერეკ ჯაკობი აირჩიეს მეფის, პრინც კიტის მამის როლზე და ნონსო ანოზი კაპიტნის, პრინცის ერთგული მეგობრის როლზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Cinderella: Press Release. The Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2018. ციტირების თარიღი: დეკემბერი 26, 2020.
  2. 2010 Worldwide Grosses. ციტირების თარიღი: June 22, 2019
  3. „Disney Pays Seven-Figures For Aline Brosh McKenna's Live-Action Cinderella Pitch“. Deadline Hollywood. May 17, 2010. ციტირების თარიღი: September 25, 2013.
  4. „Disney Pays Seven-Figures For Aline Brosh McKenna's Live-Action Cinderella Pitch“. Deadline Hollywood. May 17, 2010. ციტირების თარიღი: September 25, 2013.
  5. A Better Life Director Chris Weitz Joins Disney's Live-Action Cinderella as Writer.
  6. A Better Life And Twilight: New Moon Director Chris Weitz To Rewrite Disney's Cinderella For Mark Romanek. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 29, 2014. ციტირების თარიღი: დეკემბერი 26, 2020.
  7. Disney's new Cinderella loses director Mark Romanek.
  8. Disney Negotiating With Kenneth Branagh to Direct Cinderella. ციტირების თარიღი: June 22, 2019
  9. Disney's Cinderella Returning to Theaters in 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-21. ციტირების თარიღი: 2020-12-26.
  10. Patten, Dominic (November 27, 2012). „Cate Blanchett Poised To Join Disney's New 'Cinderella'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: June 22, 2019.
  11. "Emma Watson In Talks To Play Cinderella In Live-Action Film" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. , starpulse.com, March 2, 2013.
  12. Marc Graser, "Cinderella's Glass Slipper Didn't Fit Emma Watson", Variety, March 12, 2013.
  13. Scott, Ryan (January 17, 2017). „Why Emma Watson Chose Beauty and the Beast Over Cinderella“. Movie Web. ციტირების თარიღი: March 26, 2019.
  14. Mike Fleming Jr, "Three Actresses Testing To See If Glass Slipper Fits For Cinderella", Deadline.com, April 3, 2013.
  15. "Lily James is Disney's Cinderella" დაარქივებული 2014-11-08 საიტზე Wayback Machine. , comingsoon.net, April 30, 2013.
  16. Alexandra Cheney, "Downton Abbey Star is New Cinderella", The Wall Street Journal, April 30, 2013.
  17. Sophie Schillaci, "Disney Casts Game of Thrones Actor as Cinderella's Prince", The Hollywood Reporter, May 8, 2013.
  18. Jeff Sneider, "The Borgias Star Holliday Grainger Joins Disney's Cinderella" დაარქივებული 2020-02-18 საიტზე Wayback Machine. , TheWrap, June 10, 2013.
  19. Borys Kit, 'Downton Abbey' Star in Talks to Join Disney's 'Cinderella' (Exclusive), The Hollywood Reporter, June 11, 2013.
  20. Borys Kit, "Helena Bonham Carter to Play Fairy Godmother in Disney's Cinderella", The Hollywood Reporter, June 20, 2013.
  21. Hayley Atwell joins Kenneth Branagh's 'Cinderella'. Digital Spy (August 22, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: August 27, 2013
  22. DISNEY'S LIVE-ACTION "CINDERELLA" BEGINS PRINCIPAL PHOTOGRAPHY IN LONDON (September 23, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2013. ციტირების თარიღი: დეკემბერი 26, 2020.