კონკაკაფი (ინგლ. СОnfederation of North, Central American and Caribbean Association Football) — საფეხბურთო კონფედერაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ამ რეგიონებში შემავალი ქვეყნების გარდა, კონფედერაციაში, ასევე გაწევრიანებულია სამი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა: გაიანა, სურინამი და გვიანა. კონკაკაფის მოვალეობაა თავისი წევრებისთვის სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება.

Confederation of North, Central American and Caribbean Association Football
ინგლ. Confederation of North, Central American and Caribbean Association Football
აბრევიატურა CONCACAF
შეიქმნა 18 სექტემბერი, 1961 (1961-09-18)
ტიპი სპორტული ორგანიზაცია
წევრები 41 ქვეყნის ნაკრები
ენა ინგლისური
მდივანი ვიქტორ მონტალიანი
მშობელი ორგანიზაცია FIFA
თავმჯდომარე Victor Montagliani
კავშირები ფიფა
კონკაკაფი რუკა
კონკაკაფი რუკა
concacaf.com

კონფედერაცია დაარსდა 1961 წლის 18 დეკემბერს, მეხიკოში, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაციების შერწყმის შედეგად. კონკაკაფი ფიფას წევრია. მისი წევრი ქვეყნების ნაკრებებიდან მექსიკის ნაკრები არის ერთადერთი, რომელმაც შეძლო ფიფას მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ სანაკრებო ტურნირში გამარჯვება (1999 წლის კონფედერაციის თასი). კონფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: