კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

ნაციონალური დროშა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მიიღეს 2006 წლის 20 თებერვალს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. კონსტიტუცია მიიღეს 2005 წლის დეკემბერში, თუმცა ძალაში შევიდა 2006 წლის თებერვალში. სწორედ ამ დროიდან წარმოადგენს ის სახელმწიფოს სიმბოლიკას.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მიღებულია 20 თებერვალი-2006
პროპორცია 3:4
კომპიუტერული
დიზაინი
ლურჯი ფონი, ზედა მარცხენა კუთხეში ყვითელი ვარსკვლავით და წითელი-ყვითელ კონტურიანი დიაგონალით

აღწერა რედაქტირება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ზურმუხტისფერი ნაჭერი, რომლის მარცხენა ზედა კუთხეზე დატანილია ოქროსფერი ხუთქიმიანი ვარსკვლავი და დიაგონალზე გასდევს მეწამული ზოლი, შემოსაზღვრული ორი ვიწრო ოქროსფერი ზოლით.

  • ცისფერი ასოცირდება მშვიდობასთან.
  • წითელი აღნიშნავს სისხლს, რომელიც დაიღვარა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
  • ოქროსფერი აღნიშნავს ქვეყნის კეთილდრეობას.

ვარსკვლავი ასოცირდება ქვეყნის ნათელ მომავალთან.

გალერეა რედაქტირება