კომი-პერმული ენა (თვითდასახელება: перем коми кыв ან коми-пермяцкӧй кыв) — ფინურ-უნგრულ ენათა პერმული ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია კომი-პერმელთა ოკრუგში (პერმის მხარე). ლაპარაკობს 63 106 ადამიანი (2010).[1] კომი-პერმული ენა კომი-ზარიანულის ახლომონათესავეა. ტიპოლოგიურად აგლუტინაციური ენაა, ჭარბობს სუფიქსაცია. წინადადებაში სიტყვათა რიგი თავისუფალია. მრავლადაა თურქული, ირანული და რუსული ენებიდან ნასესხები სიტყვები. აქვს ორი ძირითადი დიალექტი: ჩრდილოური და სამხრეთული, რომელსაც სალიტერატურო ენა ეფუძნება. დამწერლობა შეიქმნა XIV საუკუნეში სლავური და ბერძნული ანბანის საფუძველზე. თანამედროვე დამწერლობა დაფუძნებულია რუსულ გრაფიკაზე.

კომი-პერმული ენა
коми-пермяцкӧй кыв
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 63 106 (2010)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ურალური ენები
ფინურ-უნგრული ენები
პერმული ენები
კომი ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: —
ISO 639-2: —
ISO 639-3: koi
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-koi}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაკომი-პერმული ენა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. აღწერა, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-06. ციტირების თარიღი: 2019-04-01.