კომენსალიზმი (ლათ. comensal – საერთო მაგიდა) — სიმბიოზის ფორმა, სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ურთიერთობა, როდესაც ერთი ცხოვრობს მეორის ხარჯზე ისე, რომ მისთვის არც მავნეა, არც სასარგებლო. მაგალითად, ადამიანისა და ცხოველების პირის ღრუში არსებული არაპათოგენური უმარტივესები მასპინძლის პირის ღრუში არსებულ საკვების ნარჩენებს თავიანთ საკვებად იყენებენ.