კომბოსტოს ფოთოლჭამია

კომბოსტოს ფოთოლჭამია (ლათ. Phaedon cochleariae) — ფართოდ გავრცელებული მავნებელი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. ბინადრობს ევროპაში.[1] კვერცხის ფორმისაა, ლურჯი ან წითელი ფერის. მამრის სიგრძე 3–3,5 მმ-ია, მდედრისა — 4–4,5 მმ, მატლები 5,5 მმ სიგრძისაა, ფერად მუქი-ყვითელი, შავი თავით. იზამთრებენ მცენარულ ნარჩენებში, გაზაფხულზე იკვებებიან კომბოსტოს ნათესში გავრცელებული სარეველებით, შემდეგ გადადიან კულტურულ მცენარეებზე, მათ შორის რაფსზეც. კვერცხს დებენ პატარა ორმოებში. ემბრიონალური განვითარება 8–12 დღე გრძელდება. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან.[2]

კომბოსტოს ფოთოლჭამია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ქვერიგი:  ნაირმჭამელი ხოჭოები
ოჯახი:  ფოთლიჭამიასებრნი
გვარი:  Phaedon
სახეობა:  კომბოსტოს ფოთოლჭამია
ლათინური სახელი
Phaedon cochleariae (Fabricius, 1792)

სქოლიო რედაქტირება

  1. Warchalowski, A. (2003). Chrysomelidae. The Leaf-beetles of Europe and the Mediterranean Area. Warsawa: Natura Optima Dux. 
  2. ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 21.