კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) — მცენარე ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქნარი ან ხეა. სიმაღლე 9-10 მ. აქვს სწორმდგომი ღერო, რომელიც დაფარულია მომკრთალო-მოყვითალო ქერქით. ნორჩი ყლორტი ოთხწახნაგაა.

კოლხური ბზა

კოლხური ბზა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ბზისნაირნი
ოჯახი:  ბზისებრნი
გვარი:  ბზა
სახეობა:  კოლხური ბზა
ლათინური სახელი
Buxus colchica
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 32177

რელიქტური სახეობაა. იზრდება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში გავრცელებულია დაცულ ტერიტორიებზე (სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი, ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი). გვხვდება აჭარაშიც. კოლხური ბზის არეალი მცირდება. კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქანე მცენარედ ითვლება.

კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება