კოლორადო

მდინარე აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით

კოლორადო (ინგლ. Colorado River, ესპ. río Colorado) — მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით, მისი სიგრძე შეადგენს 2 330 კილომეტრს. სათავეს იღებს კლდოვანი მთებიდან, გადაკვეთს არიზონის უდაბნოს და ჩაედინება კალიფორნიის ყურეშე. იმის გამო, რომ მდინარის წყალი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ის ხშირად კალიფორნიის ყურემდე ვერ აღწევს.

კოლორადო
Colorado River
ქვეყანა აშშ
მექსიკა
სათავე კლდოვანი მთები
სიგრძე 2,334 კმ
აუზის ფართობი 246,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კოლორადო
Colorado River
ვიკისაწყობში
მდინარე კოლორადო არიზონას შტატში

მდინარე კოლორადოს აუზის ფართობი შეადგენს — 629 100 კმ²-ს. აქ აგებულია მრავალი კაშხალი. 1907 წელს აქ აშენდა პირველი კაშხალი. ხოლო 1933 წელს სწორედ კოლორადოზე აიგო ჰუვერის კაშხალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება