კოლონის დეპარტამენტი

კოლონის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Colón) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. შეიქმნა 1881 წელს. დედაქალაქია ტრუხილიო, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქია ტოკოა. სწორედ ტრუხილიოში მოხდა პირველი კათოლიკური მისების შესვლა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ჰონდურასის ნაპირებს მიაღწია.

დეპარტამენტი
კოლონის დეპარტამენტი
Departamento de Colón
დროშა გერბი

ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
ადმ. ცენტრი Trujillo
კოორდინატები 15°55′00″ ჩ. გ. 85°57′00″ დ. გ. / 15.91667° ჩ. გ. 85.95000° დ. გ. / 15.91667; -85.95000
დაარსდა 1881
ფართობი 8 875 კმ²
მოსახლეობა 284 900 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6

კოლონის ძირითადი მოსახლეობა გარიფუნას ხალხია. გამოირჩევა სუფთა პლაჟებითა და წვიმის ტყეებიანი ეროვნული პარკებით. ტრუხილიოში მდებარე კოლონიურ პერიოდში აშენებულ სანტა-ბარბარას ციხესიმაგრეში განხორციელდა ამერიკელი სამხედრო ავანტურისტის უილიამ უოლკერის სიკვდილით დასჯა; მისი ნეშტი ქალაქის სასაფლაოზე მარხია.

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 284 900 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 8 875 კმ²-ია.

კოლონის დეპარტამენტი 10 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება