კოვბოი

საქონლის მწყემსი

კოვბოი (ინგლ. cowboy, cow – ძროხა, boy – ბიჭი) — მწყემსი, რომელიც უვლის რქოსან საქონელს დასავლეთ აშშ-ის რანჩოებზე. ტრადიციულად, ის ცხენზეა ამხედრებული და ხშირად ასრულებს რანჩოსთან დაკავშირებულ საქმიანობას. ისტორიული ამერიკელი კოვბოი XIX საუკუნის ბოლოს წარმოიშვა, ჩრდილოეთ მექსიკისათვის ტრადიციული ვაკეროსგან და სულ მალე იქცა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ლეგენდების ფიგურად.[1] კოვბოის ქვეტიპია ვრანგლერი, რომელიც ცხენის დახმარებით მსხვილფეხა რქოსან საქონელს უვლის. გარდა რანჩოზე საქმიანობისა, ზოგიერთი კოვბოი როდეოში მონაწილეობის მისაღებადაც მუშაობს. ნაკლებ დადასტურებულია, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ჩანს კოვგირლიც (Cowgirls), რომლებსაც თავიანთი მიღწევებისთვის დიდ პატივს მიაგებდნენ.[2] საქონლის მომვლელები ასევე ჩანან მსოფლიოს მრავალ სხვა ადგილას, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, რომლებიც კოვბოების მსგავს მოვალეობას ასრულებენ ოღონდ თავიანთი ქვეყნების ტრადიციების შესაბამისად.

ამერიკელი კოვბოების კლასიკური სურათი. ჩარლზ მარიონ რასელის ნამუშევარი.

კოვბოის ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომელიც მიემართება ესპანეთისა და ამერიკის უძველეს ევროპელ მოსახლეებისკენ. საუკუნეთა განმავლობაში, სხვაობამ რელიეფში, კლიმატსა და საქონლის მოვლის მრავალი კულტურის სხვადასხვანაირმა ტრადიციებმა წარმოშვა აღწურვილობის, სამოსისა და ცხოველთა მოპყრობის რამდენიმე განსხვავებული სტილი. თანამედროვე მსოფლიოს მორგებულ მუდამ პრაქტიკულ კოვბოისთან ერთად რამდენადმე შეიცვალა მათი აღჭურვილობა და ტექნიკა, თუმცა დღემდე დაცულია მრავალი კლასიკური ტრადიცია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bennett, Deb (1998) Conquerors: The Roots of New World Horsemanship. Amigo Publications Inc.; 1st edition. ISBN 0-9658533-0-6
  • Denhardt, Robert M. The Horse of the Americas Norman: University of Oklahoma Press 1947.
  • Draper, Robert. "21st -Century Cowboys: Why the Spirit Endures." National Geographic, December 2007, pp. 114–135.
  • Malone, John William. An Album of the American Cowboy. New York: Franklin Watts, Inc., 1971. SBN: 531-01512-2.
  • Malone, Michael P., and Richard B. Roeder. Montana: A History of Two Centuries. University of Washington Press; Revised edition, 1991. ISBN 0-295-97129-0, ISBN 978-0-295-97129-2.

სქოლიო რედაქტირება

  1. Malone, J., გვ. 1.
  2. Cowgirl Hall of Fame website.