კოაცაკოალკოსი (ესპ. Río Coatzacoalcos) — მდინარე მექსიკაში, მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ტეუანტეპეკში. მდინარე სათავეს იღებს სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ქედზე, შემდეგ მიედინება ოახაკის და ვერაკრუსის შტატების ტერიტორიაზე და ქალაქ კოაცაკოალკოსთან ერთვის კამპეჩეს ყურეს (მექსიკის ყურე).

კოაცაკოალკოსი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ქალაქები კოაცაკოალკოსი, მინატიტლანი
სათავე სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი
სიგრძე 282 კმ
აუზის ფართობი 2330 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კოაცაკოალკოსი ვიკისაწყობში

მდინარე სანაოსნოა შესართავიდან 210 კილომეტრი. ქალაქ მინატიტლანთან ერთვის მთავარი შენაკადი უსპანაპა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება