კოატლინჩანი (ნაუატ. Coatlinchan) – ქალაქი მეხიკოს შტატში.

კოატლინჩანის ტერიტორიაზე აღოჩენილია კოლოსალური ბაზალტის ძეგლი, რომლის წონაც, დაახლოებით, 168 ტონა იყო, ხოლო ასაკი – 1000 წელზე მეტი, სავარაუდოდ, გამოსახავდა ტლალოკს. ძეგლი სპეციალური თორმეტბორბლიანი ტრაქტორის მეშვეობით გადაიტანეს ანთროპოლოგიის ნაციონალურ მუზეუმში (მეხიკო) 1964 წელს. ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ძეგლის გადატანის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სანამ მთავრობა არ შეპირდა ქალაქში სამუშაოების გატარებას. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ძეგლი გამოსახავს არა ტლალოკს, არამედ მის დას ან სხვა მდედრობითი სქესის ღვთაებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება