კოატლიკუეს ქანდაკება

კოატლიკუეს ქანდაკება — ანდეზიტისგან გაკეთებული ქანდაკება 2,7 მ სიმაღლით, ითვლება აცტეკების ქალღმერთ კოატლიკუეს („ის გველის კაბაშია“) გამოსახულებად. ამჟამად ინახება ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში, მეხიკოში. ქანდაკების ფუძეში არის რელიეფი ღმერთ ტლალტეკუტლის („მიწის მბრძანებელი“) გამოსახულებით.

კოატლიკუეს ქანდაკება
ავტორი ანდეზიტი
წელი II ათასწლეული
ტიპი ქანდაკება
სიმაღლე სიმაღლე 270
ქალაქი მეხიკო
მუზეუმი ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი

ქანდაკება იპოვეს მეხიკოს მთავარ მოედანზე გათხრების დროს, 1790 წლის 13 აგვისტოს. 17 დეკემბერს მისგან არც თუ ისე შორს აღმოაჩინეს მზის ქვა (რომელსაც შეცდომით აცტეკების კალენდარს უწოდებენ). აღმოჩენას იკვლევდა ადგილობრივი მეცნიერი ანტონიო დე ლეონ ი გამა, რომელსაც ეს ქანდაკება შეცდომით ეგონა ღმერთ ტეოიამიკის გამოსახულება[1]. კრეოლებსა და ევროპელებს ქანდაკება ეგონათ უაზრო და საშინელი ურჩხული, როდესაც ადგილობრივმა ინდიელებმა მას თაყვანისცემა დაუწყეს, ქანდაკებას ყვავილებით რთავდნენ და მის წინ სანთლებს დებდნენ. ასეთი ქმედებები რომ აეცილებინათ თავიდან, ქანდაკება მეხიკოს ნაციონალური ავტონომიური მუზეუმის ბაღში დამარხეს, რომ არავის ენახა.[2]

კოატლიკუეს ქანდაკება უკნიდან

1803 წელს ქანდაკება ამოთხარეს, რათა ალექსანდრ ფონ გუმბოლდტს ჩაეხატა ის და ასლი გაეკეთებინა. შემდეგ ის კვლავ დამარხეს. ხელმეორედ ის ამოთხარეს 1823 წელს კოლექციონერ უილიამ ბულოკის თხოვნით, რომელმაც მისი ასლი გააკეთა და მომავალ წელს გამოფინა ლონდონში.[3].

არსებობს მსგავსი ქანდაკება, რომელიც იპოვეს 1933 წელს და ცნობილია, როგორც იოლოტლიკუე („მისი კაბა — გულია“). ის თითქმის ზუსტად იმეორებს კოატლიკუეს, მაგრამ აცვია არა გველებისგან, არამედ ადამიანის გულებისგან გაკეთებული კაბა. ცნობილია ასევე მსგავსი ქანდაკების (არ რამდენიმე ქანდაკების) ორი ნატეხი, რაც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ, რომ ასეთი ქანდაკებების მთელი სერია არსებობდა.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. León y Gama, Antonio de (1792). Descripción histórica y cronológica de las dos piedras. México: Impr. de Don F. de Zúñiga y Ontiveros. 
  2. Leask, Nigel [2002] (2004). Curiosity and the Aesthetics of Travel Writing, 1770–1840: From an Antique Land. Oxford: Oxford University Press, გვ. pp. 278, 313. ISBN 0-19-926930-0. 
  3. Boone, Elizabeth Hill (1987). „Templo Mayor Research, 1521–1978“, The Aztec Templo Mayor: A Symposium at Dumbarton Oaks, 8th and 9th October 1983. Washington, D.C: Dumbarton Oaks Research Library and Collection, გვ. p. 25. ISBN 0-88402-149-1. 
  4. Boone, Elizabeth Hill (1989). Incarnations of the Aztec Supernatural: The Image of Huitzilopochtli in Mexico and Europe. Philadelphia: The American Philosophical Society, გვ. p. 47. ISBN 0-87169-792-0.