კლერმორისი (ინგლ. Claremorris; ირლ. Clár Chlainne Mhuiris) — ქალაქი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში.

ქალაქი
კლერმორისი
Clár Chlainne Mhuiris
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიო
კოორდინატები 53.720°00′00″ ჩ. გ. 9°00′00″ დ. გ. / 53.72000° ჩ. გ. 9.00000° დ. გ. / 53.72000; -9.00000
ცენტრის სიმაღლე 73
მოსახლეობა 3 979 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.claremorris.com/
კლერმორისი — ირლანდიის რესპუბლიკა
კლერმორისი

2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 3 979 ადამიანს შეადგენდა.[1]

კლერმორისი არის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი მეიოს საგრაფოში. მოსახლეობის რაოდენობამ 2002-დან 2006 წლამდე მოიმატა 23 %-ით, ხოლო 2006-დან 2011 წლამდე – 31 %-ით.

ისტორია რედაქტირება

კლერმორისმა სახელი მიიღო ნორმან რაინდ მორის დე პრენდერგასტისგან, რომელიც ირლანდიაში 1169 წელს ჩავიდა.

ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნეში. 1822 წელს აქ აშენდა ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მოგვიანებით დაანგრიეს და მის ადგილას საკრებულოს შენობის ააგეს. კლერმორისი დღევანდელი კათოლიკური ეკლესია აგებულია 1911 წელს. წმ. იოანეს ანგლიკანური ტაძრის შენობა, დღესდღეობით ქალაქის ბიბლიოთეკა, აშენებულია 1828 წელს.

კლერმორისში მთავარი მიწათმფლობელი იყო ბრაუნების საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დენის ბრაუნი (1760-1828), ირლანდიის 1798 წლის აჯანყების დროს, იყო მეიოს მთავარი შერიფი.

კეთილმოწყობა რედაქტირება

ბოლო წლებში კლერმორისში გაიხსნა მრავალი ახალი მაღაზია. ქალაქში მოქმედ ოთხ სუპერმარკეტს შორის არიან ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა: Tesco და Aldi.

კლერმორისში ფუნქციონირებს სამი სასტუმრო, მათ შორის, ოთხვარსკვლავიანი „McWilliam Park Hotel“, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. მას გააჩნია დასასვენებელი ცენტრი, საცურაო აუზი და საკონფერენციო დარბაზი.

ქალაქში მოქმედებს იტალიური, ინდური, ჩინური და ირლანდიური რესტორნები. ასევე, აქ არის ორი ღამის კლუბი და მრავალი ლუდხანა.

კლერმორისში არის რამდენიმე დაწყებითი და ორი საშუალო სკოლა: „St Colman's College“ ბიჭებისთვის და „Mount St. Michael“ გოგოებისთვის.

ქალაქი გარშემორტყმულია დრუმლინებით, ოზებით, ტყეებითა და ტბებით.

სპორტი რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება