კლეოპატრა II (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα) — ეგვიპტის დედოფალი, პტოლემე V-ისა და კლეოპატრა სირას ქალიშვილი.

კლეოპატრა III, კლეოპატრა II და პტოლემე VIII ჰორის წინაშე.

დედის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 173 წელს ცოლად გააყოლეს თავის ძმას პტოლემე VI-ს. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა 3 შვილი: პტოლემე VII, კლეოპატრა III და კლეოპატრა თეა.

იყო პტოლემე VI-ის თანამმართველი ძვ. წ. 171 წლიდან 164 წლამდე. მისი სიკვდილის შემდეგ იძულებული იყო ცოლად გაჰყოლოდა მეორე ძმას პტოლემე VIII ფისკონს, რომელმაც მოუკლა შვილი პტოლემე VII, მეორე ქორწინებაში შეეძინა ვაჟი. ძვ. წ. 142 პტოლემე ფისკონი დაქორწინდა მის ქალიშვილზე კლეოპატრა III და გამოაცხადა იგი თავის თანამმართველად. ძვ. წ. 131 წ. კლეოპატრა II მოაწყო აჯანყება და პტოლემე VIII ფისკონი და კლეოპტრა III ეგვიპტიდან გააგდო. ამის შემდეგ მან მეფედ და თავის ნომინალურ თანამმართველად გამოაცხადა თავის 12 წლის ვაჟი პტოლემე მემფიტორი. პტოლემე VIII ფისკონმა მოიტაცა თავისი ვაჟი, მოკლა და სხეულის ნაწილები გადაუგზავნა კლეოპატრას. მას მოუწია დარჩენილიყო ერთად ერთ მმართველად. ამის შემდეგ მან შესთავაზა ეგვიპტის გვირგვინი დემეტრიოს II სირიელს, თუმცა ისიც მოკლეს ფისკონის ბრძანებით და მოუწია გაქცევა სირიაში. სახალხო შერიგება პტოლემე VIII ფისკონის და კლეოპატრა III მოხდა ძვ. წ. 124 წ. ამის შემდეგ იგი მართავდა თავის ძმასთან და ქალიშვილთან ერთად 116. როდესაც გარდაიცვალა პტოლემე VIII ფისკონი ტახტი კლეოპატრა III უანდერძა. ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა კლეოპატრა II.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება