კლარისა „კლარა“ ჰარლოუ ბარტონი (ინგლ. Clarissa "Clara" Harlowe Barton; დ. 25 დეკემბერი, 1821 – გ. 12 აპრილი, 1912) — მედდა, ამერიკული წითელი ჯვრის დამაარსებელი. ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში, ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა. იმ დროისთვის საექთნო განათლება ფორმალიზებული არ იყო და ამიტომ კლარას არ უსწავლია საექთნო სკოლაში. იყო თვითნასწავლი მედდა.[1] ბარტონი ცნობილია თავისი ჰუმანიტარული საქმიანობით, მაშინ, როცა სახლის გარეთ ძალიან ცოტა ქალი მუშაობდა.[2]

კლარა ბარტონი

კლარა ბარტონი, ფოტოგრაფი James Purdy
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1821
ჩრდილოეთ ოქსფორდი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი, 1912 (90 წლის)
მერილენდი, აშშ
პროფესია მედდა, ჰუმანიტარი, ამერიკის წითელი ჯვრის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი
ხელმოწერა

ამერიკული წითელი ჯვარი რედაქტირება

ბარტონს აღიარება მოუტანა იმ ფაქტმა, რომ 1865–1868 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა ლექციებს ომში მიღებული გამოცდილების შესახებ. ამ პერიოდში გაიცნო სიუზენ ანტონი და მასთან ერთად დაიწყო ქალთათვის ხმის მიცემის უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლა. აგრეთვე გაიცნო ფრედერიკ დუგლასი და გახდა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი. ამ სალექციო ტურნეს შემდეგ, ძლიერ დაიღალა და ექიმის რჩევით, 1868 წელს ევროპისიკენ გაემართა. 1869 წელს, ჟენევაში ყოფნისას, ბარტონი გაეცნო წითელი ჯვრის მოძრაობასა და დოქტორ აპიას, რომელმაც შემდგომში შესთავაზა წითელი ჯვრის ამერიკის შტოს წარმომადგენლობის გახსნას და ეხმარებოდა დაფინანსების საკითხების მოგვარებაში.

1870 წელს, პრუსიის ომის დაწყებისას, ის ეხმარებოდა ბადენის ჰერცოგინიას სამხედრო საავადმყოფოს მოწყობაში. უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ჯვრის საზოგადოებას დიდი დახმარება გაუწია მთელი ომის განმავლობაში. ბრძოლის დასრულებისას, მოპოვებული ჰქონდა ბადენის საპატიო ოქროს ჯვარი და პრუსიული რკინის ჯვარი.

ამერიკის შეერტებულ შტატებში დაბრუნებისას, ბარტონმა დაიწყო მოძრაობა ქვეყანაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პოპულარიზაციისათვის და მთავრობაში ცნობიერების ზრდისათვის.[3] 1873 წელს, შეხვდა პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისს, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკა სამოქალაქო ომის მსგავსი კატასტროფის წინაშე აღარ აღმოჩნდებოდა. ბარტონმა წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა შემდგომში პრეზიდეტ ჩესტერ ართურთან, წარმოუდგინა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ამერიკული წითელი ჯვარი მხოლოდ ომის შედეგად დაზარალებულებს კი არ ემსახურებოდა, არამედ დაეხმარებოდა ბუნებრივი კატასტროფის (მიწისძვრა, ქარიშხალი, ტყის ხანძარი და სხვა) შედეგად დაზარალებულებსაც.

 
კლარა ბარტონის მონუმენტის დეტალი. მისი მშობლიური სახლის აგურებისგან შექმნილი წითელი ჯვარი.

ბარტონი გახდა წითელი ჯვრის საზოგადოების ამერიკის შტოს პრეზიდენტი და პირველი შეხვედრა, 1881 წლის 21 მაისს, ვაშინგტონში მდებარე ბინაში გამართა.[4]

ესპანეთ-ამერიკის ომის დროს, ლტოლვილებისა და სამოქალაქო ომის დროს დაპატიმრებულებისთვის გაწეულმა დახმარებამ, ბარტონი საზოგადოების თვალში კიდევ უფრო აამაღლა. ომის დასრულების შემდეგ, მადლიერმა ხალხმა სანტიაგოს მთავარ მოედანზე კლარა ბარტონის ქანდაკება დადგა, რომელიც დღესაც დგას.

კლარა ეხმარებოდა 1884 წელს, მდინარე ოჰაიოს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს, 1887 წლის შიმშილობის დროს ამარაგებდა ტეხასს საკვებით და სხვა პროდუქტებით, 1888 წლის ტორნადოს შემდეგ, გაგზავნა მომუშავეები ილინოისში.[5] 1898 წელს, 77 წლის ასაკში მუშაობდა კუბაში ერთ-ერთ საავადმყოფოში.[6] 1900 წელს, გალვესტონის ქარიშხალის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა და დააარსა ობოლთა თავშესაფარი. ეს იყო უკანასკნელი რამ, რაც ამერიკული წითელი ჯვრის პრეზიდენტობის პერიოდში გააკეთა.

მალე დაიწყეს მისი კრიტიკა პირადი და სამსახურეობრივი რესურსების არევის გამო. 1904 წელს, 83 წლის ასაკში იძულებული გახადეს გადამდგარიყო ამერიკული წითელი ჯვრის პრეზიდენტის პოსტიდან, რადგან ზედმეტად ეგოცენტრული იყო საქველმოქმედო ორგანიზაციის მიზნებისათვის.[7] მისი ოფისიდან გაგდების შემდეგ, ყველა პოზიცია მამაკაცებმა დაიკავეს. მათ წითელი ჯვრის საზოგადოებას ბარტონის იდეალისტური მიდგომისაგან განსხვავებით, უფრო რეალისტური და ეფექტიანი მეთოდები მოახვიეს თავს.[8] [9] გადადგომის შემდეგ, კლარამ დააარსა „პირველადი დახმარების ეროვნული საზოგადოება“.

ბოლო წლები რედაქტირება

1907 წელს, ბარტონმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია სახელით „ჩემი ბავშვობის ისტორია“.[10] 1912 წლის 12 აპრილს, კლარა საკუთარ სახლში, მერილენდში პნევმონიისგან გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ardalan, Christine. "Clara Barton's 1898 battles in Cuba: a reexamination of her nursing contributions." Florida Atlantic Comparative Studies Journal 12.1 (2010). online
  • Burton, David Henry. Clara Barton: in the service of humanity (Greenwood, 1995); Major scholarly study online დაარქივებული 2020-04-09 საიტზე Wayback Machine.
  • Dulles Foster R. The American Red Cross: A History (1950)
  • Henle, Ellen Langenheim. "Clara Barton, Soldier or Pacifist?." Civil War History 24.2 (1978): 152–160. online
  • Hutchinson, John F. Champions of Charity: War and the Rise of the Red Cross. Boulder: Westview Press, Inc., 1996. ISBN 0-8133-2526-9
  • Jones, Marian Moser. The American Red Cross from Clara Barton to the New Deal. Baltimore: Johns Hopkins University Press, 2013. ISBN 978-1-4214-0738-8
  • Joyce, James Avery. Red Cross International and the Strategy of Peace. New York: Oceana Publications, Inc., 1959.
  • Oates, Stephen B. A Woman of Valor: Clara Barton and the Civil War. New York: Free Press, 1994. ISBN 0-02-923405-0
  • Pryor, Elizabeth Brown. Clara Barton: Professional Angel. Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1987. ISBN 0-8122-8060-1
  • Ross, Ishbel. Angel of the Battlefield: The Life of Clara Barton. New York: Harper and Brothers Publishers, 1956.
  • Safranski, Debby Burnett. Angel of Andersonville, Prince of Tahiti: The Extraordinary Life of Dorence Atwater. Alling-Porterfield Publishing House, 2008. ISBN 0-9749767-1-7
  • Holder, Victoria L (Oct 2003). „From hand maiden to right hand-the birth of nursing in America“. Association of Operations Room Nurses. 78 (4): 618–32.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Summers, Cole. Clara Barton- Founder of the American Red Cross. ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  2. Edward, James; Wilson James, Janet; S. Boyer, Paul (1971). Notable American Women 1607–1950: A Biographical Dictionary, Vol. 1.. Cambridge, MA: Belknap Pr., გვ. 103–107. 
  3. Epler, Percy Harold (1915). The Life of Clara Barton. Macmillan. ციტირების თარიღი: 2010-09-28. 
  4. Marks, Mary Jo. History - Founder Clara Barton. American Red Cross. ციტირების თარიღი: 2014-05-21.
  5. McCullough, David (1968). The Johnstown Flood. New York: Simon & Schuster. ISBN 978-0-671-39530-8. 
  6. Christine Ardalan, "Clara Barton's 1898 battles in Cuba: a reexamination of her nursing contributions." Florida Atlantic Comparative Studies Journal 12.1 (2010).
  7. Howard, Angela; M. Kavenik, Frances (1990). Handbook of American Women's History, Vol. 696. NY: Garland, გვ. 61–62. 
  8. David Henry Burton, Clara Barton: In the Service of Humanity (Greenwood, 1995)
  9. Downing, Margaret Brent. "The Centenary of Clara Barton and Recent Biographical Sketches of Her Life and Achievements." Records of the Columbia Historical Society, Washington, D.C. 26 (1924): 121-8. Print.
  10. The Story of My Childhood (1907). ციტირების თარიღი: 2013-10-09.