კიტა მიხეილის ძე ბუაჩიძე (დ. 21 სექტემბერი, 1914, სოფ. ფარცხნალი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი — გ. 2000) — ქართველი დრამატურგი. ბენიტო ბუაჩიძის ძმა.

ბიოგრაფია რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.ამავე წელს იყო ეჭვმიტანილი ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობაში, რის გამოც შვიდი წლით გადასახლება მიესაჯა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1927, პირველი პიესა დაიდგა 1931 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. ქართულ სცენაზე დაიდგა აგრეთვე მისი შემდგომი კომედიები: „მკაცრი ქალიშვილები“, „ვარდი ასფურცლოვანი“, „ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე“ (1941, 1952, 1962, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), „ეზოში ავი ძაღლია“, „ამბავი სიყვარულისა“ (1956, 1958, რუსთაველის სახელობის თეატრი) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება