კიტამურა ტოკოკუ (დ. 29 დეკემბერი, 1868, ოდავარა, კანაგავას პრეფექტურა ― გ. 16 მაისი, 1894) — იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი, მგზნებარე ტრიბუნი. ჟურნალ „ბუნგაკუკაის“ („ლიტერატურის სამყარო“, 1893-1898) ირგვლივ შემოიკრიბა ახალგაზრდა პოეტები. კიტამურას შემოქმედება გამსჭვალულია აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლის პათოსით. „მსოფლიო სევდის“ ბაირონისეული მოტივები ჟღერს მის პოემაში „ზღაპრული ქვეყნის სიმღერები“ (1891). აქვს პეიზაჟური ლექსებიც („თოვა“, 1892; „ციცინათელა“, 1893; „მძინარე პეპელა“, 1893). წერდა პუბლიცისტურ სტატიებს.

კიტამურა ტოკოკუ
იაპონ. 北村 透谷
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1868(1868-12-29)
დაბადების ადგილი Odawara
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1894(1894-05-16) (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი Shiba Park
საქმიანობა პოეტი, მწერალი[1] , ლიტერატურული კრიტიკოსი და ფილოსოფოსი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია[2]
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება