კირსტენ ვანგსნესი

კირსტენ სიმონ ვანგსნესი (ინგლ. Kirsten Simone Vangsness; დ. 7 ივლისი, 1972)[1]ამერიკელი მსახიობი და მწერალი. ცნობილია ტექნიკური ანალიტიკოსის, პენელოპე გარსიას შესრულებული როლით, სატელევიზიო კრიმინალურ ტელესერიალ „კრიმინალურ აზროვნებაში“. მას იგივე როლით მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალში „კრიმინალური აზროვნება: ეჭვმიტანილის ქცევა“[2] და შოუში „კრიმინალური აზროვნება: საზღვრებს მიღმა“, რომლის გადაღებები 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 17 მაისამდე მიმდინარეობდა.

კირსტენ ვანგსნესი

ვანგსნესი 2019 წელს.
დაბადების სახელი კირსტენ სიმონ ვანგსნესი
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1972 (1972-07-07) (51 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
მწერალი
აქტიური 1998-დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

პენელოპე გარსია დაიბადა 1972 წლის 7 ივლისს, კალიფორნიაში, აშშ-ში. არის ეროლ რელოი ვაგნესისა და ბარბარა მერის ქალიშვილი. მამამისი ეთნიკური წარმომავლობით ნორვეგიელია, ხოლო დედამისი იტალიელი. გაიზარდა პორტერვილში, თუმცა მოგვიანებით, საცხოვრებლად გადავიდა ცერიტოსში, სადაც მან „ცერიტოსის საშუალო სკოლა“ დაამთავრა. შემდეგ შევიდა „კვიპაროსის კოლეჯში“,[3] 1996 წელს კი, ფულერტონში დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი.[4]

2013 წლამდე ურთერთობაში იყო მელანი გოლდსტეინთან,[5] 2015 წლის ნოემბერში, დაანონსეს რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მსახიობთან და მწერალთან, კიტ ჰენსონთან.[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. Vangsness, Kirsten. (2007-07-24) Kirstens Blog. CBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2007-10-07.
  2. Criminal Minds' Kirsten Vangsness Joins Spin-Off as a Series Regular. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
  3. Cypress College Public Information Office. (2012-05-04) Cypress College @Cypress Newsletter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
  4. Actress Kirsten Vangsness Helps Solve Cases on Television Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
  5. Waldon, Dave. (September 23, 2008) Kirsten Vangsness Thrives on "Criminal Minds". AfterEllen. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2008. ციტირების თარიღი: October 6, 2008.
  6. Sands, Nicole (November 23, 2015). Criminal Minds Star Kirsten Vangsness Is Engaged: 'SHe's the Perfect Partner'. People.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება