კიროვის რაიონი (ლენინგრადის ოლქი)

კიროვის რაიონი (რუს. Кировский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიროვსკი. რაიონის ფართობია 2590.5 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 3,08 %-ია. აღმოსავლეთითვოლხოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კირიშის, სამხრეთ-დასავლეთით — ტოსნოს და ჩრდილო-დასავლეთით კი ვსევოლოჟსკის რაიონები ესაზღვრება. ასევე დასავლეთით ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხოლო ჩრდილოეთით — ლადოგის ტბა ესაზღვრება.

მუნიციპალური რაიონი
კიროვის რაიონი
Кировский район


დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი კიროვსკი[1]
შიდა დაყოფა Otradnenskoye urban settlement[1] , Sinyavinskoye urban settlement[1] , Shlisselburgskoye urban settlement[1] , Kirovskoye urban settlement[1] , Mginskoye urban settlement[1] , Naziyevskoye urban settlement[1] , Pavlovskoye urban settlement[1] , Priladozhskoye urban settlement[1] , Putilovskoye rural settlement[1] , Sukhovskoye rural settlement[1] და Shumskoye rural settlement[1]
კოორდინატები 59°52′26″ ჩ. გ. 31°00′15″ ა. გ. / 59.87389° ჩ. გ. 31.00417° ა. გ. / 59.87389; 31.00417
დაარსდა 1 აპრილი, 1977
ფართობი 2590.5 კმ²
მოსახლეობა 101 353 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 39.12 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81362
ოფიციალური საიტი kirovsk-reg.ru

კიროვის რაიონის ტერიტორიაზე კლიმატი ზომიერი კონტინენტური და ნესტიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7,7 °C, ხოლო ივლისის +17,7 °C-ია. რაიონში მოიპოვება ხრეში, ქვიშა, თიხა, კაოლინი და სხვა. მათ დასამუშავებლად ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო.

ისტორია რედაქტირება

კიროვსკის რაიონი წარმოიქმნა 1977 წლის 1 აპრილს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების საფუძველზე, ვოლხოვისა და ტოსნოს რაიონების დაწვრილერთეულების შედეგად. რაიონის შემადგენლობაში 2 რაიონული მნიშვნელობის ქალაქი (ოტრადნოე და პეტროკრეპოსტი), 5 დაბა (მგა, ნაზია, პავლოვო, პრილადოჟსკი, სინიავინო) და 5 სოფსაბჭო შევიდა. ადმინისტრაციული ცენტრი კი საოლქო მნიშვნელობის ქალაქი კიროვსკი გახდა.

2006 წლის 1 იანვარს საოლქო კანონის შესაბამისად რაიონს მიენიჭა მუნიციპალური რაიონის სტატუსი, ხოლო მის დაქვემდებარებაში შევიდა 8 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლება, კიროვსკი და შლისელბურგი რაიონის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც ცალკეული საქალაქო დასახლებები.

დემოგრაფია რედაქტირება

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1979 63 284[2] სსრკ-ის1979 წლის აღწერა კიროვსკის გარეშე (16 985 ადამ.)
1989 74 725[3] სსრკ-ის 1989 წლის აღწერა კიროვსკის გარეშე (23 655 ადამ.)
2002 60 221[4] რუსეთის 2002 წლის აღწერა კიროვსკისა (24 361 ადამ.) და
შლისელბურგის გარეშე (12 401 ადამ.)
2010 101 353 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  2. სსრკ-ის1979 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  3. სსრკ-ის 1989 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  4. რუსეთის 2002 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.