სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კილკენი (მრავალმნიშვნელოვანი).

კილკენი (ინგლ. Kilkenny; ირლ. Cill Chainnigh) — საგრაფო ირლანდიის აღმოსავლეთით. შედის ლენსტერის პროვინციაში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — კილკენი. მოსახლეობა — 95,419 ადამიანი (21-ე ადგილი საგრაფოებს შორის; 2011 წლის მონაცემები).

საგრაფო
კილკენი
County Kilkenny, Contae Chill Chainnigh
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი კილკენი
შიდა დაყოფა Castlecomer, Piltown, Kilkenny City, Kilkenny City East და Kilkenny City West
კოორდინატები 52°35′00″ ჩ. გ. 7°15′00″ დ. გ. / 52.58333° ჩ. გ. 7.25000° დ. გ. / 52.58333; -7.25000
ფართობი 2061 კმ²
მოსახლეობა 95,419 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საავტომობილო კოდი KK
ოფიციალური საიტი kilkennycoco.ie

ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები რედაქტირება

გეოგრაფიული მდგომარეობა რედაქტირება

კილკენის საგრაფო მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნორის ველზე. დასავლეთით გადის ადმინისტრაციული საზღვარის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტიპერარის საგრაფოებთან, ჩრდილოეთით — ლიშის საგრაფოსთან, აღმოსავლეთით — კარლოუს საგრაფოსთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — უოტერფორდისა და უექსფორდის საგრაფოებთან.

უმაღლესი წერტილი — ბრენდონ ჰილი (515 მ). ტერიტორიის საერთო ფართობი — 2061 კმ2 (მე-16 ადგილი საგრაფოებს შორის).

კლიმატი რედაქტირება

თბილი ჩრდილო-ატლანტიკური დინება, რომელიც გოლფსტრიმის გაგრძელებას წარმოადგენს, შემარბილებლად მოქმედებს საგრაფოს კლიმატზე. გარდა ამისა, თავისი მდებარეობის გამო, კილკენის ტერიტორია არ განიცდის ტემპერატურის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

საგრაფოს ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა 1887 წლის 26 ივნისს და შეადგენდა 33,3°C. ნალექის მაქსიმალური რაოდენობა, 66,4 მმ დაფიქსირდა 1983 წლის 17 ივლისს. საერთოდ, ყველაზე თბილი იყო 1995 წლის აგვისტო, რომელსაც მოუწია 274,9 მზის საათი და 30°C ტემპერატურა. მინიმალური ტემპერატურა, -18,1°C დაფიქსირებულია 1982 წლის 12 იანვარს.

საშუალოდ, კილკენში ყოველწლიურად უწევს 4 დღე მიწაზე თოვლის საფარი, 9 დღე — სეტყვა, ხოლო 5 დღე — ქარიშხალი.

წყლის რესურსები რედაქტირება

 
Мост через реку Нор

საგრაფოს ძირითადი წყლის არტერიას, რომელიც მის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან სამხრეთით კვეთს, წარმოადგენს მდინარე ნორი. ის გადის ნაყოფიერ დაბლობებზე და აქვს დიდი რაოდენობის შენაკადები.

კილკენის წყლის რესურსები მოიხმარება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის მეურნეობის მამულებისა და საძოვრების ირიგაციისთვის. XIX საუკუნის შუამდე, როდესაც ირლანდიაში მოხდა დიდი შიმშილობა, მდინარის ნაპირებზე მდებარეობდა მრავალი ლუდის, ხე-ტყის სახერხი და მარმარილოს ქარხანა, წისქვილი და სხვა.

მცენარეთა და ცხოველთა სამყარო რედაქტირება

საგრაფოს ფლორა შედგება ისეთი სახეობის მცენარეებისგან , როგორიცაა ჭაობის ორქიდეა, პატარა თეთრი ორქიდეა, ქერი, კანაფი, ჭინჭარი, ქონდარა და სხვა.

აქვე ცხობრობენ ფაუნის წარმომადგენლები: ზღარბი, წავი, ღამურა, მაჩვი, მელია, ირემი, წითელი ციყვი, ყარყუმი, ბიგასებრნი და სხვა.

დაცული ტერიტორიები რედაქტირება

 
აგლინფორდის მიდამოები

საგრაფოს ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მოქმედი ნაკრძალი. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, კუნძული ფიდდაუნი, მდებარეობს მდინარე შურზე. მის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ირლანდიის ჭაობის ლანდშაფტები და გეოსისტემები. ბუნებრივ მემკვიდრეობად ითვლბა კოანის ჭაობიც, რომელიც ახლოსაა ქალაქ კასლკომერსა და სმიტსტაუნთან. ორივე ნაკრძალის ბუნებას აქვს საერთო მყინვარული წარმომავლობა.

სხვა დაცული ტერიტორიები: ნატინსტოუნ ფენი — ბალიჰოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით; ლოგანსი — აგლინფორდთან ახლოს; მთა კალაჰილიკასლკომერთან ახლოს; გელმოი ფენი — ჯონსტაუნის ჩრდილოეთით.

სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა საგრაფოს ბევრი ბაღი: კილფეინ გენი (ტომასტაუნი), ვუდსტოკი (ინისტუჟი), დისკავერ პარკი (კასლკომერი), დარვერ ჰაუსი (ჯენკინსონტაუნი), სულკაშინ გარდენი (ჯონსტაუნი), ემოკლიუ გარდენი (გორსბრიჯი), შანკილ გარდენი (პოლსტაუნი) და სხვა.

ისტორია რედაქტირება

პირველი ადამიანი ტერიტორიაზე, რომელსაც იკავებს თანამედროვე საგრაფო, გამოჩნდა ნეოლითში. ჩვენამდე მოაღწია იმ დროის მრავალმა არქეოლოგიურმა ძეგლმა — მეგალითებმა, დოლმენებმა, სამარხებმა, სადგომებმა და ნაქალაქარებმა. ერთ-ერთი უძველესი მონაპოვარი თარიღდება ძვ. წ. 3997-3728 წლით.

შუა საუკუნეებში, ნორმანების შემოჭრის შემდეგ, ირლანდია გაიყო 32 საგრაფოდ. კილკენის საგრაფო შემადგენელი ნაწილი იყო ოსორის სამეფოსი, რომელიც არსებობდა II საუკუნიდან XIII საუკუნემდე. სამეფოს საზღვრები მანსტერსა და ლენსტერთან გადიოდა მდინარე შურსა და ბაროუზე, ასევე ქედ სლივ ბლუმზე.

მოსახლეობა რედაქტირება

 
ქალაქ კილკენის პანორამა

2011 წლის მონაცემებით[1][2], კილკენის საგრაფოში ცხოვრობს 95,419 ადამიანი.

ყოველწლიური მატება საგრაფოში შეადგენს 650-700 ადამიანს.

მთავრობის ორგანოები რედაქტირება

ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონში წარმოადგენს კილკენის საგრაფოს საბჭოს, რომელიც შედგება 26 დეპუტატისგან, თანმჯდომარის ჩათვლით. საგრაფოს მეთაურია მერი, ხოლო უშუალო მართვა-გამგეობას ახორციელებს საგრაფოს მენეჯერი და 5 სიტი-მენეჯერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციაში შედის ინფრასტრუქტურა, სამშენებლო საკითხები, გარემოს დაცვა, აგრეთვე კულტურული და განათლების ობიქტები.

ტრანსპორტი რედაქტირება

სარკინიგზო ტრანსპორტი რედაქტირება

საგრაფოს ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი დუბლინიუოტერფორდი. უდიდესი სადგურები და ვაგზლები მდებარეობს კილკენსა და ტომასტაუნში, რეგიონის საზღვართან კი მდებარეობს უოტერფორდის ვაგზალი.

საავტომობილო ტრანსპორტი რედაქტირება

 
M-8 ტრასა

ეროვნული მნიშცნელობის ძირითადი შოსეები — M-8 (მიჩელსტაუნიარლინგფორდიდაროუპორტ-ლიშე); N-9 (კარლოუუოტერფორდი); N-78 (კლონმელიკილკენიკილდერი); N-25 (უოტერფორდინიუ-როსი); N-77 (კილკენიდაროუ).

საავტომობილო გადაზიდვებით დაკავებულია კომპანია „Éireann“, რომლის სამარშრუტო ქსელი უერთდება კილკენის ფოსტას ქვეყნის ყველა საგრაფოსთან.

საჰაერო ტრანსპორტი რედაქტირება

საავიაციო ტრანსპორტი წარმოდგენილია ქალაქ კილკენიდან დასავლეთით მდებარე პატარა აეროპორტით, რომლის ასაფრენი ბილიკის სიგრძეა 1,5 კმ.

ჯანდაცვა რედაქტირება

კილკენში არის საავადმყოფოები St. Luke's და St. Canice's, აგრეთვე კერძო საავადმყოფო Aut Even. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებები არის საგრაფოს დიდ დასახლებებში — საავადმყოფო Lourdes ორთოპედიაზე სპეციალიზაციით; კასლკომერის რაიონული საავადმყოფო და სხვა.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

მრგვალი კოშკები რედაქტირება

ტრადიციული ირლანდიური არქიტექტურის ერთ-ერთი თავისებურება არის შუა საუკუნეების მრგვალი ფორმის კოშკები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი საგრაფოს ტერიტორიაზე. ამგვარი ნაგებობებიდან ყველაზე ცნობილია წმინდა კანისის ტაძრის კოშკი კილკენში. გარდა ამისა, აღსანიშნავია კოშკები ბენეტსბრიჯის, კილრის, კელსის, ჯონსტაუნისა და ნოკტოპერის მახლობლად.

როგორც წესი, ისინი მდებარეობენ მონასტერთან ან ეკლესიასთან ახლოს, თანაც კოშკში შესასვლელი ყოველთვის დასავლეთითაა განლაგებული.

ციხე-სიმაგრეები რედაქტირება

 
კილკენის ციხე-სიმაგრე

საგრაფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფორტიფიკაციო ნაგებობა არის კილკენის ციხე-სიმაგრე. ძველად ის ეკუთვნოდა ბატლერისა და ფიჩუოლტერის ოჯახებს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის მიერ გაიყიდა XX საუკუნის შუა წლებში სიბოლურ ფასად — £ 50. სახელმწიფომ, როგორც ახალმა მფლობელმა, გაარემონტა და რესტავრაცია გაუკეთა ციხე-სიმაგრეს, გახადა ხელმისაწვდომი მნახველთათვის. გარდა ამისა, დღეს აქ გამოფენილია ეროვნული სამხატვრო გალერეის ექსპონატები. ნაგებობასთან ახლოს მოწყობილია დეკორატიული ბაღები.

ტურისტებს შორის არანაკლებ პოპულარულია ჯენკინსტაუნის დასახლებასთან ახლოს მდებარე ფოლკსრატის ციხე-სიმაგრე, რომელიც აიგო XV საუკუნეში ანგლო-ნორმანული არქიტექტურის სტილში. თავდაპირველად ის ეკუთვნოდა პარსელის კლანს, მოგვიანებით ის ჩამოერთვა მას ოლივერ კრომველის მიერ ინგლისის სასარგებლოდ.

ტაძრები რედაქტირება

საგრაფოში შემორჩენილია მრავალი შუა საუკუნეების დროინდელი ტაძარი და ეკლესია. აღსანიშნავია წმინდა მარიისა და წმინდა კანისის ტაძრები (ირლანდიაში სიმაღლით მეორე ტაძარი). ასევე შეიძლება აღინიშნოს 1731 წელს აგებული ლაჩტეინის ეკლესია ქალაქ ფრეშფორდში.

სააბატოები რედაქტირება

 
ჯერპოინტის სააბატო

ცისტერიული ჯერპოინტის სააბატო, რომელიც ტომასტაუნთან ახლოს მდებარეობს, აიგო 1180 წელს იმ ადგილას, სადაც მანამდე 1160 წელს აგებული ბენედიქტელების მონასტერი იდგა. ჯერპოინტი გამოიყოფა თავისი შუასაუკუნეობრივი არქიტექტურით, აგრეთვე ქვის კედლებსა და საფლავეებზე არსებული მოპირკეთებებით.

დიუსკის სააბატონ დაარსდა 1204 წელს და წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ცისტერიულ მონასტერს ირლანდიაში. მან თავისი სახელწოდება მიიღო პატივსაცემად იმავე სახელწოდების მდინარისა, რომელიც გვერდით მიედინება. ნაგებობა არის რომანული და გოთური არქიტექტურული სტილის.

დომინიკური სააბატო ბლეკი დაარსდა 1225 წელს, მოგვიანებით, 1325 წელს — მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

სპორტი რედაქტირება

გელური ფეხბურთი რედაქტირება

 
კილკენის გუნდის საკლუბო ფერები გელურ ფეხბურთში

საგრაფოში არსებობდა გელური ფეხბურთის გუნდი, რომელიც თავის ისტორიას აწარმოებს XIX საუკუნის მიწურულიდან. გუნდმა პირველი ჩემპიონატი მოიგო 1886 წელს. საკლუბო ფერებია შავი და ქარვისფერი.

ჰარლინგი რედაქტირება

კილკენის ნაკრები ჰარლინგში მონაწილეობს ირლანდიის უმაღლეს დივიზიონში. გუნდმა 31-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, აგრეთვე 64-ჯერ — ლენსტერის ჩემპიონატი და 13-კერ — ჰარლინგის ნაციონალური ლიგა. კორკსა და ტიპერართან ერთად კილკენი შედის მსოფლოს საუკეთესო ნაკრებების ე.წ. „დიდ სამეულში“.

დოღი რედაქტირება

1914 წლიდან გოურენ პარკის იპოდრომზე ტარდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დოღი ირლანდიაში. წლის განმავლობაშ აქ ტარდება 16-მდე სხვადასხვა სახის შეჯიბრი.

გოლფი რედაქტირება

ტომასტაუნში მდებარეობს ცნობილი გოლფ-აგარაკი მაუნტ ჯულიეტი. აქ რეგულარულად ტარდება მსოფლიოს წამყვანი შეჯიბრები სპორტის ამ სახეობაში (მაუნტ ჯულიენი იღებდა სპორტსმენებს WGC-American Express Championship-ის ჩარჩოებში 2002 და 2004 წლებში; აგრეთვე ევროპულ ტურს 1993-1995 წლებში).

სქოლიო რედაქტირება

  1. CSO - Central Statistics Office (Ireland) Kilkenny
  2. Persons Over 15 years of Age (Number) by County, Year, Sex and Principal Economic Status. CSO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება