კილიან მბაპე ლოტენი (ფრანგ. Kylian Mbappé Lottin; დ. 20 დეკემბერი, 1998) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარი სენ-ჟერმენსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად; იგი ცნობილია თავისი დრიბლინგითა და სისწრაფით. 2018 წელს, ანალიტიკურმა კომპანია CIES-მა, მბაპე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დაასახელა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 216,5 მილიონ ევროს შეადგენდა.[4][5][6][7]

კილიან მბაპე
მბაპე 2019 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კილიან მბაპე ლოტენი[1]
დაბადების
თარიღი
20 დეკემბერი, 1998 (1998-12-20) (25 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
პარიზი, საფრანგეთი
სიმაღლე 178 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პარი სენ-ჟერმენი
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
2004–2013 ბონდი
2013–2015 მონაკო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2016 მონაკო B 12 (4)
2015–2018 მონაკო 41 (16)
2017–2018   პარი სენ-ჟერმენი 27 (13)
2018– პარი სენ-ჟერმენი 160 (148)
ეროვნული ნაკრები
2014 საფრანგეთი 17 წლ. 2 (0)
2016 საფრანგეთი 19 წლ. 11 (7)
2017– საფრანგეთი 74 (46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 ნოემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2023

ბიოგრაფია რედაქტირება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა პარიზში. ახალგაზრდობაში თამაშობდა კლუბ „ბონდიში“, ხოლო მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ლიგა 1-ის კლუბ „მონაკოში“ 2015 წელს, 16 წლის ასაკში. 2016–17 წლის სეზონში იგი დაეხმარა კლუბს ლიგა 1-ის მოგებაში, ხოლო თავად გახდა ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

მბაპეს ტალანტმა „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღება მიიპყრო. შედეგად, 2018 წელს, კლუბმა იგი შეისყიდა 180 მილიონ ევროდ.[8] ამ ტრანსფერით მბაპე იქცა მეორე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად მსოფლიოში. სადებიუტო სეზონში, მბაპემ კლუბთან ერთად მოიგო სამივე შიდა ტურნირი — საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის ლიგის თასი. 19 წლის ასაკში მიიღო ოქროს ბურთის ნომინაცია და გადაეცა რაიმონ კოპას პირველი ტროფეი. 2018–19 სეზონში იგი გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და დასახელდა ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

2017 წელს, 18 წლის ასაკში შედგა მბაპეს დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში. მბაპე დაეხმარა საფრანგეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. იგი ყველაზე ახალგზრდა ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე[9] და აგრეთვე მეორე თინეიჯერი ფეხბურთელია პელეს შედეგ, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალში გოლის გატანა შეძლო. ამ ჩემპიონატზე მბაპე გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, აგრეთვე დასახელდა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად.[10]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  მონაკო:(1)

  პარი სენ-ჟერმენი:(15)

სანაკრებო რედაქტირება

საფრანგეთი 19წლ.

  • ევროპის 19 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი: 2016

  საფრანგეთი:(1)

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში (14–0) შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით კილიან მბაპემ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა და მესის, რონალდუსა და ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა — მან ეს 24 წლის ასაკში გააკეთა. ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ და ნეიმარმა კი ამ მაჩვენებელს 25 წლის ასაკში მიაღწიეს.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. „Décret du 31 décembre 2018 portant promotion et nomination“. Journal officiel de la République française. 2019 (0001): 6. 1 January 2019. PRER1835394D. ციტირების თარიღი: 11 January 2019.
  2. FIFA World Cup Russia 2018: List of players: France (PDF). FIFA (15 ივლისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 4 October 2018.
  3. Kylian Mbappé. Paris Saint-Germain F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი, 2018.
  4. Most expensive transfers in football: Kylian Mbappe, Lionel Messi, Neymar, Harry Kane and the highest valued players in the game | Goal.com en. ციტირების თარიღი: 2019-06-07
  5. Monday; იანვარი, 07; Pm, 2019-05:56. (2019-01-07) Kylian Mbappe ranked the world's most valuable footballer. ციტირების თარიღი: 2019-06-07
  6. Mbappé, el futbolista más caro del mundo es (2018-11-05). ციტირების თარიღი: 2019-06-07
  7. Smith, Alex. (2018-11-05) The World football's most valuable strikers revealed. ციტირების თარიღი: 2019-06-07
  8. „PSG trigger Kylian Mbappe's permanent transfer from Monaco“. ESPN. 19 February 2018.
  9. FIFAWorldCup. (21 ივნისი, 2018) The youngest goalscorer at the #WorldCup for France! @KMbappe with the tap-in to give #FRA the lead! #FRAPER 1–0.
  10. „Kylian Mbappe becomes first teenager to score in a World Cup Final since Pele“. RT. 15 July 2018.
  11. McNulty, Phil (15 July 2018). „France 4–2 Croatia“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  12. Килиан Мбаппе побил рекорд результативности Месси, Роналду и Неймара