კითხვითი წინადადება

კითხვითი წინადადებაწინადადების ერთ-ერთი სახე, რომელიც შეიცავს კითხვას. იგი ძირითადად ორგვარია: კითხვითსიტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი. კითხვითსიტყვიანი წინადადება არის სამი სახის: კითხვითნაცვალსახელიანი, კითხვითზმნიზედიანი, კითხვითნაწილაკიანი.

  1. კითხვითსიტყვიან კითხვით წინადადებაში კითხვის მახვილი კითხვით სიტყვაზეა. წინადადების ბოლოს ხმის აწევა და ხმოვნის გაგრძელებულად წარმოთქმა არ უნდა. ამ ტიპის კითხვით წინადადებას ჩვეულებრივ კითხვითი სიტყვა იწყებს. თუ თანამოუბარმა შემკითხველს კითხვა შეუბრუნა, შეკითხვის მახვილი ბოლო სიტყვის ბოლო მარცვალზეა.
  2. თუ წინადადებაში არ ურევია კითხვითი სიტყვა, შეკითხვის მახვილი ზმნა-შემასმენლის ბოლო მარცვალზეა.
  3. თუ ზმნა შემასმენელი არ არის (გამოტოვებულია), კითხვის მახვილი ბოლო სიტყვის ბოლო მარცვალზეა, თუ წინადადების ბოლო მარცვალი არ არის მიმართვა.

კითხვითი წინადადების ბოლოს კითვის ნიშანი დაისმის.