კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან (2008 წლის ფილმი)

„კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (ინგლ. The Other Boleyn Girl) — 2008 წლის ისტორიული, რომანტიკული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ჩედვიკი. პიტერ მორგანის მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანზე. ის წარმოაჩენს მე-16 საუკუნის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრებას, ასევე არისტოკრატი დები ბოლეონების ურთიერთობას, რომელთაგანაც უფროსი მერი ჰენრი VIII-ის საყვარელი იყო, ხოლო ანა მეფის მეორე ცოლი და ინგლისის უბედური დედოფალი. ფილმში ისტორიული ფაქტების დიდი ნაწილი არასწორადაა გადმოცემული.

„კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან
The Other Boleyn Girl“
რეჟისორი ჯასტინ ჩედვიკი
პროდიუსერი ელისონ ოუვენი
სცენარის ავტორი პიტერ მორგანი
ეფუძნება ფილიპა გრეგორი„კიდევ ერთი გოგონა ბოლეინის გვარიდან“
როლებში
კომპოზიტორი პოლ კანტელონი
ოპერატორი კირენ მაკგუგანი
მონტაჟი
  • პოლ ნაიტი
  • კეროლ ლიტლტონი
სტუდია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 15 თებერვალი, 2008 (2008-02-15) (ბერლინალე)
  • 29 თებერვალი, 2008 (2008-02-29) (აშშ)
  • 7 მარტი, 2008 (2008-03-07) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 35 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 77,713,866 აშშ დოლარი[1]

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა კენტში, ინგლისში. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2008 წლის 7-17 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2][3] ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 35 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა 77 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ფილმს წილად ხვდა შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვის საიტებზე Rotten Tomatoes და Metacritic ფილმის მთლიანი რეიტინგია 42% (140 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[4] და 50/100 (34 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[5] 2008 წლის 10 ივნისს ფილმი გამოვიდა Blu-ray და DVD ფორმატებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2010.
  2. Berlinale Archive Annual Archives 2008 Programme. Berlin International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-17. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2009.
  3. Blaney, Martin. (18 იანვარი, 2008) Berlinaleadds world premieres including The Other Boleyn Girl. Screen International. ციტირების თარიღი: June 17, 2009.
  4. The Other Boleyn Girl (2008). Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2009
  5. Other Boleyn Girl, The (2008): Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: May 16, 2009