კიდანები, ხატაელები — მონღოლური ჯგუფის ტომები, რომლებიც უძველეს დროს მომთაბარეობდნენ ახლანდელი შიდა მონღოლეთისა და მონღოლეთის სრულ ტერიტორიაზე. ცნობილები არიან მე-4 საუკუნიდან. 907 წელს ტომის ბელადმა ილა-აბუგიმ თავი კიდანების იმპერატორად გამოაცხადა, დაიმორჩილა მეზობელი ტომები, გააფართოვა თავისი იმპერია დასავლეთით და ჩრდილოეთით, ხოლო 926 წელს სახელმწიფოს დაერქვა დიდი ლიაო, 983 წელს — კიდანების დიდი სახელმწიფო, ხოლო 1066 წელს კვლავ დიდი ლიაო. ლიაოს სახელმწიფო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთ აზიაში. 1005 წლიდან მას ჩინეთი უხდიდა ყოველწლიურ ხარკს. ლიაოს სახელმწიფო 1125 წელს გაანადგურეს ჯურჯენებმა. კიდანების ნაწილი გადასახლდა დასავლეთით, შუა აზიაში (ყარაკიდანები, ყარახატაელები).

ხატაელები მიმინოთი ნადირობის დროს, სუნის დინასტიის დროინდელი ნახატი

ლიტერატურა რედაქტირება