კიბო-განდეგილი (ლათ. Pagurus setosus) — ზღვის ცხოველი კიბოსნაირთა კლასისა. აქვს ასიმეტრიული ფორმის მარწუხები და მკვრივ საფარველს მოკლებული მუცელი, რომელიც ჩამალულია მუცელფეხიანების თავისუფალ ნიჟარაში. ნიჟარას კიბო-განდეგილი თან ატარებს და ზრდასთან ერთად იცვლის. საფრთხის შემთხვევაში კიბო-განდეგილი მთლიანად იმალება და ნიჟარის ბაგეს ხურავს კარგად განვითარებული მარწუხებით. აღნიშნულია ზოგიერთი კიბო-განდეგილის სიმბიოზი მარჯნის პოლიპებთან — აქტინიებთან, რომლებიც კიბოს მიერ დაკავებულ ნიჟარაზე სახლდებიან. სიმბიოზი მყარდება აგრეთვე კიბო-განდეგილსა და ნიჟარაზე დასახლებულ ღრუბლებს შორისაც.

კიბო-განდეგილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ათფეხა კიბოები
სახეობა:  კიბო-განდეგილი
ლათინური სახელი
Pagurus setosus

ლიტერატურა რედაქტირება