კვარშის ეკლესიაIX საუკუნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქევის მიდამოებში. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერის ნაწილი.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959

სქოლიო რედაქტირება