კვათარი

ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა

კვათარი,[1] ტულესი[2] (ლათ. Pluvialis squatarola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 28 სმ, მასა 170–225 გრამი. სხვა მონათესავე სახეობებისგან განსხვავებით კვათარს პატარა უკანა თითი აქვს. ზაფხულში ზურგი ჭრელია, სხეულის ქვედა ნაწილი და იღლიის ბუმბულები შავი; ზამთარში შეფერილობა მოთეთროა. გავრცელებულია ტუნდრის ზონაში. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დედალი დებს 4 (იშვიათად 3) კვერცხს. ინკუბაცია 23 დღე გრძელდება; ორივე მშობელი კრუხობს და ბარტყებზეც ორივე ზრუნავს. იკვებება მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებითა და თესლებით.

კვათარი

ზრდასრული გამრავლების პერიოდში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  მეჭვავიასებრნი
გვარი:  Pluvialis
სახეობა:  კვათარი
ლათინური სახელი
Pluvialis squatarola (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Tringa squatarola (Linnaeus, 1758)
  • Squatarola squatarola (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693749
გავრცელება

  გამრავლება
  მიგრაციის მარშრუტი
  გამოზამთრება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კვათარი // დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე..., დონალდ რეიფილდი (მთ. რედ.) და სხვ., ლონდონი: გარნეტი, 2006.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 86, 154, 229.