კესონი (არქიტექტურა)

კესონი (ფრანგ. caisson — ყუთი) — არქიტექტურაში ჭერის ან კამარის შიგა ზედაპირზე გადახურვის კოჭებით, კამარის წიბოებით ან დეკორატიული ზოლებით შექმნილი ბადე — კვადრატული ან მრავალკუთხედის ფორმის ჩაღრმავებანი. აქვს კონსტრუქციული და დეკორატიული დანიშნულება. იყენებენ აგრეთვე შენობის აკუსტიკის გასაუმჯობესებლად.

რომის პანთეონის კესონირებული ჭერი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება