კეოლადეოს ეროვნული პარკი

კეოლადეოს ეროვნული პარკი, ცნობილი როგორც ბჰარადპურის ფრინველთა ნაკრძალიეროვნული პარკი და ფრინველთა ცნობილი ნაკრძალი ინდოეთის რაჯასტანის შტატის ქალაქ ბჰარადპურის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია ფრინველთა ათასობით უიშვიათესი და საფრთხიე ქვეშ მყოფი სახეობა, მათ შორის ციმბირული წერო, რომელიც აქ ზამთრის სეზონის განმავლობაში მოფრინავს. ფრინველთა 230 სახეობისთვის კი პარკი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.

კეოლადეოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 27°10′00″ ჩ. გ. 77°31′00″ ა. გ. / 27.16667° ჩ. გ. 77.51667° ა. გ. / 27.16667; 77.51667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 340
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 340
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, მას ხშირად სტუმრობენ ორნითოლოგისტები. 1971 წელს ტერიტორიას მიენიჭა ნაკრძალის სტატუსი, ხოლო 1985 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება