კენიის გერბიკენიის ეროვნული სიმბოლო. ორ ლომს უჭირავს მასაის ფარი და ისრები. ფარი შეფერადებულია ეროვნულ ფერებში, რომელთაც ასეთი დატვირთვა აქვთ:[1]

  • შავი ფერი აღნიშნავს აფრიკის მოსახლეობას.
  • წითელი ფერი კენიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს დაღვრილი სისხლის ასოციაციაა.
  • მწვანე ფერი აღნიშნავს ქვეყნის სოფლის მეურნეობას და ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს.
  • თეთრი ფერი მშვიდობის აღმნიშვნელია.

ფარის წითელ ველზე გამოსახულია მამალი, რომელსაც ნაჯახი უკავია. ფარი და ლომები დგანან კენიის მთაზე, რომელიც ფერდობებზეც გამოსახულია. ყავა, აგავა, ჩაი, სიმინდი და ანანასი.

გერბის წითელ ბაფთაზე სუაჰილის ენაზე აწერია harambee, რაც ითარგმნება, როგორც „ყველა ერთისათვის“.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kenya National Archives. Kenya Armorial Ensigns. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-10. ციტირების თარიღი: 2008-07-31.