კეიტ მალგრიუ (ინგლ. Kate Mulgrew; დ. 29 აპრილი, 1955)[1]ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა ფილმ „ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერში“ შესრულებული კაპიტან კათრინ ჯენიუეისა და სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურში“ შესრულებული გალინა რეზნიკოვას როლებით. სხვადასხვა წარმატებული როლისათვის მას მიენიჭა კრიტიკოსთა რჩეულის, სატურნისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.

კეიტ მალგრიუ

მალგრიუ 2009 წელს
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1955 (1955-04-29) (68 წლის)
დიბიუკი, აიოვა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1975-დღემდე
მეუღლე(ები) რობერტ იგენი
(ქ. 1982; განქ. 1995)
ტიმ ჰეგენი
(ქ. 1999; განქ. 2014)

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

კეიტ მალგრიუ დაიბადა 1955 წლის 29 აპრილს, ირლანდიელი ამერიკელების კათოლიკურ ოჯახში.[2] მამამისი, თომას ჯეიმზ მალგრიუ ადგილობრივი კონტრაქტორი იყო, ხოლო დედამისი, ჯოანა ვირჯინია მალგრიუ (ქალიშვილობის გვარია კიერნანი) — მხატვარი.[3] მალგრიუ სწავლობდა დიბიუკის ადგილობრივ სკოლაში.[4]

17 წლის ასაკში იგი ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სახელობის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, რომელიც ნიუ იორკის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შედიოდა. მალე მან სწავლას თავი ანება და დაიწყო მუშაობა მიმტანად.[5][6]

კარიერა რედაქტირება

კეიტ მალგრიუ ტელე-ეკრანებზე პირველად 1975 წელს, სერიალ „დიდებულების ფართო სამყაროში“ შესრულებული სიუზენის როლით გამოჩნდა. მის ამ შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც იგი ზედიზედ რამდენიმე როლზე დაამტკიცეს. 1981 წელს იგი პირველად გადაიღეს ფილმში „სიყვარულის მართლწერა“, სადაც შესრულებულმა სიუზენის როლმა ასევე დიდი აღიარება მოუტანა.

1995-2001, 1999 და 2002 წლებში იგი მონაწილეობდა ფილმების სერიაში „ვარსკვლავური გზა“, რომლებშიც კათრინ ჯენიუეის განასახიერებდა. იგი ამ ფილმის სამ ნაწილში: „ვოიაჯერსა“ და „შურისგებაში“ მონაწილეობდა. ამ როლმა მას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა შორის. ამავე პერიოდში მან „ბეტმენი: ანიმაციური სერიალის“ ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა.

კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა გალინა რეზნიკოვას, იგივე „წითურის“ როლმა Netflix-ის სერიალში „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური“ (2013-2019).

შესრულებული როლებისათვის მას გადაეცა ოქროს გლობუსის, ემის, ობის, სატურნის, კრიტიკოსთა რჩეულის და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

კეიტ მალგრიუ სულ ორჯერ დაქორწინდა. პირველად 1982 წელს, რობერტ იგენზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. წყვილი 1993 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა, ხოლო 1995 წელს განქორწინებით დაასრულეს ურთიერთობა.[7][8]

1999 წელს იგი მეორედ დაქორწინდა ტიმ ჰეგენზე, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი შეეძინა, თუმცა 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kate Mulgrew Biography, Celebrity Facts and Awards. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო, 2016. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2019.
  2. Slosberg, Steven (August 2003). „Kate Mulgrew's One-Woman Show“. Catholic Digest. ციტირების თარიღი: 2010-08-12 – წარმოდგენილია Totally Kate-ის მიერ. ციტატა: „Raised in an Irish-Catholic family,...“
  3. Viv Groskop. (June 13, 2015) Orange Is the New Black's Kate Mulgrew: 'I don't know why women have plastic surgery'. Telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: August 3, 2016.
  4. Kate Mulgrew. Totally Kate. ციტირების თარიღი: October 10, 2015.
  5. Shatner, William (writer, director). (July 22, 2011). The Captains. [Television production]. Le Big Boss Productions.
  6. Beauman, Sally (August 5, 1968). „The Emergence of the Sidewalk Cafe“. New York. p. 33. ციტირების თარიღი: 2012-03-01 – წარმოდგენილია Google Books-ის მიერ.
  7. Marshall, John & Levesque, John (October 20, 2002). „Robert Egan is hired as ACT artistic director“. Seattle Post-Intelligencer. ციტირების თარიღი: October 26, 2013. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)
  8. Winfrey, Lee (September 11, 1996). „Living long and prospering 'Voyager' honors 30 years of 'Star Trek' with special episode“. Kansas City Star. p. F1.