კეისტუტისი (დ. 1297 — გ. 1382 წლის 3 ან 15 აგვისტო, კრევა) — მონარქი შუასაუკუნოვან ლიტვაში, ტრაკაის თავადი. იგი იყო ლიტვის დიდი სამთავროს მმართველი 1342-1382 წლებში, 1377 წლამდე თავის ძმასთან ერთად, 1382 წლამდე თავის ძმისშვილ იაგაილოსთან ერთად. 1381-1382 წლებში ლიტვის დიდი მთავარი.

კეისტუტისის წარმოსახვითი პორტრეტი
გედიმინასის სვეტები.
საიუბილეო მონეტა კეისტუტისის გამოსახულებით
კეისტუტისსა და ვიტაუტასს ატყვევებს იაგელო. უოიციჩ ჰერსონის ნახატი
კეისტუტისის ბეჭედი. 1379 წელი

მისი სახელის კეისტუტისი ძველი ფორმა იყო სახელისა კეისტარას, კეისტაუტას, ნაწარმეობია სიტყვისგან kęs-ti, რაც თავის მხრივ ლიეტუვურად ნიშნავს ცის თაღს.

ცხოვრება რედაქტირება

კეისტუტისი იყო ლიტვის დიდი მთავრის გედიმინასის შვილი. ლიტვის დიდი მთავარი გახდა გედიმინასის უმცრისი შვილი იავნუტისი, რომლის წინააღმდეგ შეიკვრნენ კეისტუტისი და მისი ძმა ალგირდასი, რათა ჩამოეშორებინათ იგი ძალაუფლებისგან. მათ თავის მიზანს მიაღწიეს და ერთმანეთს შორის გაინაწილეს აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიტვა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ტრაკაის სათავადო 1337 წელს. კეისტუტისი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა დასავლეთ ლიტვაში დამკვიდრებულიყო, ტევტონების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი ასევე პასუხისმგებელი იყო სამოგოტიის დაცვაზე. მაშინ, როდესაც ალგირდასი უზრუნველყოფდა აღმოსავლეთ ლიტვის თავდაცვისუნარიანობას, კეისტუტისი დასავლეთის საზღვრიდან უტევდა ტევტონებსა და გერმანელ რაინდებს. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ორი მეფე-ძმის თანამმართველობა მთელს ევროპაში უპრეცედენტო არის.

გარდა სამხედრო თავდასხმებისა კეისტუტისი მიმართავდა დიპლომატიურ გზასაც ტევტონებთან ბრძოლისას. იმისათვის, რათა თავი აერიდებინა შორეული ლაშქრობებისთვის 1349 წელს პაპ კლიმენტი VI-სთან გამართა მოლაპარაკებები ლიტვაში ქრისტიანობის გავრცელებაზე, თუ კი პაპი მხარს დაუჭერდა მის და მისი შვილების კანდიდატურას ლიტვის მთავრის პრეტენდენტობაზე. ალგირდასს სურდა არ ჩარეულიყო ამ საქმეში და ურთიერთობა გააბა ტევტონებთან. იმავდროულად პოლონეთის მეფე კაზიმირ III-მ, რომელიც იყო შუამავალი კეისტუტისსა და კლიმენტი VI-ს შორის, იერიში მიიტანა ვოლინიასა და ბრესტზე 1349 წლის. კაზიმირ III-ის ნაბიჯმა დაუნგრია გეგმები კეისტუტისს. ვოლინიისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს პოლონეთსა და ლიტვას შორის უნგრეთის მეფე ლუის I-მ 1351 წლის 15 აგვისტოს მიაღწია შეთანხმებას კეისტუტისთან, რომლის ძალითაც მას უნდა მიეღო ქრისტიანობა და ეკისრა სამხედრო გადასახადი უნგრეთის სამეფოს სასასარგებლოდ, სამეფო გვირგვინის მიღების სანაცვლოდ. აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება კეისტუტისის მხრიდან მოხდა წარმართული რიტუალის სახით, რათა ლუის I არ შეეჭვებულიყო კეისტუტისის გულწრფელობაში. თუმცა, ამ უკანასკნელს არ ჰქონდა საწინააღმდეგო ამ შეთანხმებისა და დაადგა ბუდას გზას. კეისტუტისი იყო უკვე ტევტონთა რაინდი. 1377 წელს ალგირდასი გარდაიცვალა და ლიტვის დიდი მთავრის ტიტული მამისგან მემკვიდრეობით მიიღოო იაგაილომ. 1380 წელს იაგაილომ ტევტონებთან ხელი მოაწერა დოვიდიშკეს შეთანხმებას კეისტუტისის წინააღმდეგ. როცა კეისტუტისმა ეს შეიტყო თავის შვილ ვიტაუტასთან ერთად არმიით დაბრუნდა ტრაკაიში. ხოლო ერთი წლის შემდეგ აიღო ვილნიუსი და იაგაილო დაატყვევა, თავი კი ლიტვის დიდ მთავრად გამოცხადა. იაგელომ გაქცევა მოახერხა და დაიწყო ჯარის შეკრება ბიძამისისა და ბიძაშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად დაპირისპირებისა ისინი ომში არ ჩართულან. საქმე შერიგებამდეც კი მიდიოდა, კეისტუტისი მზად იყო შესათანხმებლად. თუმცა, იაგაილომ მოტყუებით დაატყვევა კეისტუტისიცა და ვიტაუტასიც და ისინი კრევას ციხეში გამოკეტა. ერთი კვირის შემდეგ კეისტუტისი გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იაგელომ მოაკვლევინა, საწინააღმდეგო მოსაზრებით დარდისგან დაიღუპა თუმცა ზუსტი მიზეზი დღემდე არ იციან ისტორიკოსებმა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

წინამორბედი:
იაგაილო
ლიტვის დიდი მთავარი


13811382
შემდეგი:
ვიტაუტასი