კებრა ნეგასტი (ამჰარ.: ክብረ ነገሥት, თარგმანში: მეფეთა დიდების წიგნი) — გეეზზე დაწერილი წიგნი, რომელიც ეთიოპიის იმპერატორთა, სოლომონის დინასტიის წარმოშობას აღწერს. დღეისთვის მოღწეული ტექსტი მინიმუმ 700 წლისაა. ის ბევრი ეთიოპიელი ქრისტიანისთვისა და რასტაფარიანელებისთვის გარკვეულ წმინდა ტექსტს წარმოადგენს. ტექსტი შეიცავს როგორც საბაელთა დედოფლის და სოლომონის შეხვედრას, ასევე იმას თუ როგორ ჩამოიტანა მენელიკ I-მა ეთიოპიაში აღთქმის კიდობანი და როგორ მოექცნენ ეთიოპიელები კერპთაყვანისმცემლობიდან ერთი, ისრაელის ღმერთის აღიარებაზე. როგორც 1967 წელს ედუარდ ულენდორფმა განმარტა: „კებრა ნეგასტი არ არის უბრალოდ ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ ეთიოპების ეროვნების და რელიგიური ფასეულობების მატარებელიც“.[1]

შებეს დედოფლის იერუსალიმში სტუმრობის ამსახველი ფრესკა

ლიტერატურა რედაქტირება

  • Leeman, Bernard. “The Sabaean Inscriptions at Adi Kaweh”, AFSAAP Conference University of Queensland September 30 - October 2, 2009,

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ullendorff, Edward (1968), Ethiopia and the Bible, Oxford University Press for the British Academy, p. 75, OCLC 460553359