კახი (აზერ. Qax) — ქალაქი (1967 წლამდე დაბა) აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონის ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა — 11,415 კაცი. გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ქურმუხისწყლის ნაპირას.

ქალაქი
კახი
აზერ. Qax
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი შაქი-ზაქათალა
რაიონი კახი
კოორდინატები 41°25′10″ ჩ. გ. 46°55′05″ ა. გ. / 41.41944° ჩ. გ. 46.91806° ა. გ. / 41.41944; 46.91806
მმართველი მუსა შექილიევი
ცენტრის სიმაღლე 596±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 13800 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ 3400
ოფიციალური საიტი http://www.qax-ih.gov.az
კახი — აზერბაიჯანი
კახი

ისტორია რედაქტირება

ისტორიულად კახი საქართველოს აღმოსავლეთ განაპირა პროვინციის ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი კახი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[1]

1918-1921 წლებში კახი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ოკრუგი შედიოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციამ ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მითითებით კახის რაიონი ზაქათალის და ბელაქნის რაიონებთან ერთად აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხის დასამუშავებელი და სამრეეწველო კომბინატები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, ხილსაკონსერვო და ყველ-კარაქის ქარხნები. ქალაქის მიდამოებში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მებაღჩეობა და მებაღეობა.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 84.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კახი&oldid=4645627“-დან