კახა კუკავა (დ. 12 ივლისი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (2004–2008) და თბილისის საკრებულოს წევრი (2010–2014).

კახა კუკავა
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1976 (1976-07-12) (47 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია თავისუფალი საქართველო

ადრეული წლები რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა 171-ე საშუალო სკოლა, 1998 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-1999 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კონსულტანტად, შემდგომში – სექტორის უფროსად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 2001 წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაკავებული იყო კერძო საადვოკატო პრაქტიკით.

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, კონსერვატიული პარტიის ქვოტით. პრაქტიკულად არჩევისთანავე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. 2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარედ.

პარლამენტში კუკავა იყო რამდენიმე გახმაურებული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მ. შ. „საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ“, „ლუსტრაციის შესახებ“ და „1992-1993 წლებში რეპრესირებული პირველი პრეზიდენტის მომხრეების რეაბილიტაციის შესახებ“. ეს უკანასკნელი ინიციატივა პარლამენტმა დაამტკიცა.

გამოდიოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მწვავე კრიტიკით. 2007-2009 წლებში იყო „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო ბლოკ ეროვნული საბჭოს სიით არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად.

2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“. 2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ.

კუკავა მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში როგორც ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მან მიიღო ხმათა 1,31%. ამის შემდეგ მონაწილეობდა 2013 წლის 27 აპრილს გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის ოლქში, სადაც დაიკავა მეორე ადრილი (17,26%).

ოჯახი რედაქტირება

ჰყავს მეუღლე თეა ოქროპირიძე და 4 შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: