კაჭრეთისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 700 მეტრი, გურჯაანიდან 35 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1958 ადამიანი.

სოფელი
კაჭრეთი

კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი კაჭრეთი
კოორდინატები 41°38′55″ ჩ. გ. 45°40′49″ ა. გ. / 41.64861° ჩ. გ. 45.68028° ა. გ. / 41.64861; 45.68028
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1958[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კაჭრეთი — საქართველო
კაჭრეთი
კაჭრეთი — კახეთის მხარე
კაჭრეთი

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი.[2]

ისტორია რედაქტირება

სოფლის ტერიტორია უძვეელესი დროიდან წარმოადგენდა ადამიანთა სამოსახლოს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით მისი სახელწოდება მომდინარეობდეს კაჭარიდან, საბას განმარტებით „კაჭარად“ იყოდება „უწყლოს ალაგს რიყის მსგავსი ქვა“.

კაჭრეთი მდებარეობს ქართლ-კახეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაზე. აქ გათხრილ ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხთა ინვენტარი სრულ თანხვედრაშია მცხეთის და სამთავროს VI-VII საუკუნეების სამარხთა ინვენტრათან, რაც სპეციალისტთა აზრით მცხეთასთან უშუალო მეზობლობას და მოკლე დამაკავშირებელი გზის არსობობაზე მიუთითებს. საქართველოს ერთიანობის ხანაში, როგორც მნიშვნელოვან გაზაზე მდებარე პუნქტი, კაჭრეთი უშუალოდ სამეფო ხელისულფების კონტროლს ექვემდებარებოდა. კახეთის სამეფოს წარმოქმნისთანავე კი კახეთის მეფის დაქვემდებარებაში გადავიდა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფლის ყმა-მამულზე წილი ანდრონიკაშვილებმა და ერასტიშვილებმა დაიდეს და კაჭრეთი სათავადო სოფელი გახდა. ამ ორ საგვარეულოს შორის ძალზე ხშირი იყო სასამართლო დავა სოფლის მამულებზე. კახეთის სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით კაჭრეთი რუსთველი ეპისკოპოსის მემარცხენე სადროშოში შედიოდა.

აქ სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევდა მევენახეობასა და მემინდვრეობას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საზოგადოებრივი ცენტრები დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. . centre.gov.ge