კატო (ეკატერინე) მიქელაძე (დ. 1878 — გ. 1942) — ქართველი პუბლიცისტი, ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

კატო მიქელაძე
დაბადების თარიღი 1878
კულაში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1942
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია ქართველი ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

კატომ თავდაპირველი განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ - შვეიცარიაში, ბრიუსელში. მიქელაძემ დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“ (1917-1918).

კატო მიქელაძე 1918-1919 წლებში გუდაუთაში, 1920 წელს - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ცხოვრება. 1930 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1940 წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ხმა ქართველი ქალისა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-0-6201-8