კატლა (ისლ. Katla; ისლანდიური წარმოთქმა:  ( მოსმენა)) — დიდი ვულკანი ისლანდიის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 1512 მ. მეტად აქტიურია; 930-1918 წლებში 13-95 წლების ინტერვალებით დოკუმენტირებულია ოცი ამოფრქვევა. 99 წლის განმავლობაში ძლიერი ამოფრქვევები არ ყოფილა, თუმცა ფიქსირდებოდა მცირე ამონთხევები, რომლებსაც არ დაურღვევიათ ყინულოვანი საფარველი. დაფარულია მყინვარ მირდალსიეკუდლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილით.[1]

კატლა
1918 წლის ამოფრქვევა
1918 წლის ამოფრქვევა
კოორდინატები: 63°38′ ჩ. გ. 19°03′ დ. გ. / 63.633° ჩ. გ. 19.050° დ. გ. / 63.633; -19.050
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
სიმაღლე 1512 
ტიპი სუბგლაციალური ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2011
კატლა — ისლანდია
კატლა

ყინულქვეშა ამოფრქვევებს მოჰყვება ყინულის ინტენსიური დნობა და მეზობელი რაიონების გამდნარი წყლით დატბორვა. 1918 წლის ამოფრქვევის შედეგად წყლის ხარჯმა მიაღწია 400 ათას მ³/წმ-ს. ამ ნაკადებს დიდი რაოდენობით გამოაქვთ გამორეცხილი პიროკლასტები და ილექებიან დიდ ფართობზე ვულკანის ირგვლივ ზანდრული ველების სახით.[2][3]

კატლა ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. გაწოლილია სოფელ ვიკის ჩრდილოეთით და მყინვარ ეიაფიადლაიეკუდლის აღმოსავლეთით. კატლის კალდერის დიამეტრია 10 კმ და დაფარულია 200-700 მ სისქის ყინულით. ჩვეულებრივ, ვულკანი იფრქვევა ყოველ 40-80 წელიწადში. 1755 წლის ამოფრქვევამ გამოიწვია მყინვარის ინტენსიური დნობა, რომლის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადის ხარჯმა 200 000-400 000 მ³/წმ-ს მიაღწია.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება