კატი ხურადო (ინგლ. Katy Jurado; დ. 16 იანვარი, 1924, მეხიკო — გ. 5 ივლისი, 2002, მორელოსი) — მექსიკელი მსახიობი ქალი. წარმატებით მონაწილეობდა როგორც მექსიკურ, ასევე ჰოლივუდის ფილმებში, სადაც ცნობილ კინორეჟისორებთან და მსახიობებთან თანამშრომლობდა. მან 71 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ამერიკულ ფილმებში ის ლათინოამერიკელების როლებს ასრულებდა, ხოლო მექსიკურფილმებში მრავალი განსხვავებული როლი შეასრულა. ხურადო გახდა პირველი ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, რომელიც წარადგინეს ოსკარზე და ასევე პირველი ლათინოამერიკელი, რომელმაც მოიგო ოქროს გლობუსის ჯილდო. ის იმ იშვიათ მექსიკელ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ჰოლივუდში წარმატების მოპოვება შეძლო.

კატი ხურადო
დაბადების სახელი მარია კრისტინა ესტელა მარსელა ხურადო გარსია
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1924
მეხიკო, მექსიკა
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 2002 (78 წლის)
მორელოსი, მექსიკა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1943-2002
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1952 — ზუსტად შუადღეს

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1952 ზუსტად შუადღეს High Noon ჰელენა რამირესი
1953 ელ ბრუტო El Bruto პალომა
1961 ბარაბა Barabbas სარა
1998 ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა The Hi-Lo Country მისა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: