კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (კატ. Declaració d'independència de Catalunya; ესპ. Declaración de Independencia de Cataluña) - 2017 წლის 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც აცხადებდა კკატალონიის დამოუკიდებლობას ესპანეთისგან და ადგენდა დამოუკიდებელი კატალონიის რესპუბლიკის შექმნას. დეკლარაციამ არ მიიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის მხარდაჭერა.

კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

დეკლარაციის პირველი გვერდი
დეტალები
შექმნის თარიღი 10 ოქტომბერი, 2017
რატიფიკაცია 27 ოქტომბერი, 2017
ხელისმომწერნი კატალონიის პარლამენტის 135 წევრიდან 72

კატალონიის მთავრობამ 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად ესპანეთისგან ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კატალონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 27 ოქტომბერს, რაც გამოწვეული იყო ესპანეთში საკონსტიტუციო კრიზისით. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ესპანეთის მთავრობას კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად სურდა ავტონომიის გაუქმება და რეგიონის ცენტრალიზებული მართვა[1][2].

2017 წლის 31 ოქტომბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი რეგიონზე ესპანეთის მთავრობის სასარგებლოდ, ხოლო მოგვიანებით კატალონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ჩაბარდა ბელგიის პოლიციას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Catalans declare independence from Spain“. BBC News (ინგლისური). 27 October 2017. ციტირების თარიღი: 27 October 2017.
  2. „Catalan crisis: Spain PM Rajoy demands direct rule“. BBC. 27 October 2017. ციტირების თარიღი: 27 October 2017.