არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კატალონიელების ქვეყანა.

კატალონია (კატალონიური:Catalunya, ესპანური: Cataluña, ოქსიტანური: Catalonha, ფრანგული:Catalogne) — რეგიონი იბერიის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი კონსტიტუციური საკითხი დავის საგანია ესპანეთის სამეფოს — რომელიც მას ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანებად მიიჩნევს — და კატალონიის ჟენერალიტეტს შორის, რომელიც მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად აცხადებს 2017 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოსცა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარაცია.[1]

Catalunya
კატალონია
კატალონიის
ჰიმნი: Els Segadors
კატალონიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბარსელონა
ოფიციალური ენა კატალონიური, ესპანური, ოქსიტანური
მთავრობა დევოლუციური მთავრობა კონსტიტუციური მონარქიის რეჟიმში
 -  პრეზიდენტი ვაკანტური
ფართობი
 -  სულ 32,108 კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით 7.570.908 
ვალუტა ევრო (EUR)
ქვეყნის კოდი CAT
დამოუკიდებელი კატალონიის დროშა
კასტელი ან ადამიანების კოშკი, რომელსაც აღმართავენ ტრადიციული ფესტივალის დროს კატალონიაში

ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, კატალონია ავტონომიური გაერთიანებაა, რომელსაც აქვს აღნიშვნა „ეროვნულობა“ (nacionalidad) და ავტონომიის სტატუსი.[2]

სახელი ცნობილია 1350 წლიდან. კატალონიელთა ქვეყანა, ძველი Principat de Catalunya, მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა. კატალონიაში კატალანურიც და ესპანურიც ორივე ოფიციალური ენაა და მათზე მრავალი ადამიანი საუბრობს.

კატალონიის სანაპირო გრძელდება 580კმ-ზე. სანაპიროზე არ არის მაგისტრალთა სისტემა, ერთადერთი დიდ გზა აკავშირებს პირენეებს ზღვასთან. კატალონიის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ბლანესამდე ვხვდებით კოსტა-ბრავას, რომელიც ხასითდება პატარა მთიანი სისტემით, შემდეგი დიდი ხაზი სანაპიროსი გადის მარესმეზე, რომელი კვეთს მრავალ კერძო პატარა პორტს. ბარსელონის სანაპირო ხასიათდება ხელოვნური პლაჟებით და დიდი სავაჭრო პორტით, რომელიც 9 კილომეტრს მაინც მოიცავს. პორტის სამხრეთ ნაწილი გაშენებულია დელტა დე იობრეგატის ჭაობზე, რომელიც ლამაზ პეიზაჟს ქმნის დაახლოებით 18 კილომეტრზე.შემდეგი დიდი სანაპირო ზოლია მასისო დე გარაფის,ეს ქალაქი გარდა პლიაჟებისა გამოირჩევა ტარაგონას პორტით რომელიც ესპანეთის რეგიონის მეორე პორტია სიდიდით აგრეთვე იგი არის კატალონიის ყველაზე მაღალი პორტი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

კატალონია იყოფა ოთხ პროვინციად (ბარსელონა, ტარაგონა, ლერიდა, ხერონა), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 41 კომარკად. კატალონიაში არის 937 მუნიციპალიტეტი.

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა
(2011)
ფართობი,
კმ²
კომარკები მუნიციპალიტეტების
რაოდენობა
ბარსელონა ბარსელონა 5 529 099 7733 ალტ-პენედესი, ანოია, ბახესი, ბაშ-ლიობრეგატი, ბარსელონესი, ბერგედა, გარაფი, მარესმე, მოიანესი, ოსონა, ვალიეს-ოქსიდენტალი, ვალიეს-ორიენტალი 311
ტარაგონა ტარაგონა 813 287 6303 ალტ-კამპი, ბაშ-კამპი, ბაშ-პენედესი, ბაშ-ებრე, კონკა-დე-ბარბერა, მონტსია, პრიორატი, რიბერა-დ’ებრე, ტარაგონესი, ტერა-ალტა 183
ლერიდა ლერიდა 443 032 12 150 ალტ-ურჟელი, ალტა-რიბაგორსა, ბაშა-სერდანია, ვალ-დ’არანი, გარიგესი, ნოგერა, პალიარს-სობირა, პალიარს-ხუსა, პლა-დ’ურჟელი, სეგარა, სეგრია, სოლსონესი, ურჟელი 231
ხერონა ჟირონა 756 810 5910 ალტ-ემპროდა, ბაშ-ემპროდა, ბაშა-სერდანია, ჟირონესი, ლა-გაროჩა, ოსონა, პლა-დე-ლა-ესტანი, რიპოლიესი, სელვა 221

გზები რედაქტირება

 
Autovia C-16 (Eix del Llobregat).

კატალონიაში დაახლოებით 12 000 კმ. სამანქანო გზაა. მთავარი გზატკეცილებია:  AP-7  (Autopista del Mediterrani) და  A-7  (Autovia del Mediterrani). ის მიუყვება სანაპირო ზოლს საფრანგეთის საზღვრიდან ვალენსიის, მურსიასა და ანდალუსისკენ.

სხვა მნიშვნელოვანი გზებია:

საზოგადო სარგებლობის გზების მართვას ახორციელებს კატალონიის მთავრობა (მაგალითისთვის:  C- ) ან ესპანეთის მთავრობა (მაგალითისთვის:  AP- ,  A- ,  N- )

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. „Catalan parliament declares independence from Spain“. BBC News. 27 October 2017.
  2. First article of the Statute of Autonomy of Catalonia. 'Catalonia, as a nationality, exercises its self-government constituted as an autonomous community...'. Gencat.cat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2008. ციტირების თარიღი: 13 September 2013.