კატალინა სანდინო მორენო

კატალინა სანდინო მორენო (ინგლ. Catalina Sandino Moreno დაიბადა 19 აპრილი, 1981 წელი, ბოგოტა, კოლუმბია) - კოლუმბიელი მსახიობი. მან შარლიზ ტერონთან ერთად გაინაწილა ვერცხლის დათვი და მიიღო ნომინაცია ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, როლისთვის Maria Full of Grace (2004).

კატალინა სანდინო მორენო
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1981 (1981-04-19) (42 წლის)
ბოგოტა, კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004 – დღემდე

ადრეული წლები რედაქტირება

კატალინა სანდინო მორენო დაიბადა ბოგოტაში, კოლუმბია. იგი იზრდებოდა საშუალო კლასის ოჯახში, მამა იყო ვეტერინარი, ხოლო დედა პათოლოგი.[1] იგი სწავლობდა ბოგოტას წმინდა გიორგის სკოლაში. სანამ მსახიობი გახდებოდა, სწავლობდა რეკლამირებას ბოგოტაში, Pontificia Universidad Javeriana- ში.

კარიერა რედაქტირება

2003 წელს Maria Full of Grace-ის კასტინგი გაიმართა ნიუ-იორკსა და კოლუმბიაში, სადაც მისი სამსახიობო ნიჭი თავდაპირველად შეამჩნიეს ბოგოტას სამსახიობო სკოლაში. იგი კასტინგზე დაიბარეს, სადაც მთავარი როლისთვის 900-ზე მეტი გოგონა მოიტოვა უკან. კატალინამ დატოვა კოლეჯი,რათა დაეწყო მისი პირველი კინოპროექტი. ფილმში კატალინა სანდინო მორენო ასრულებს მთავარ როლს, სადაც ის თამაშობს კორიბიელ გოგონა მარია ალვარესს, რომელიც ორსულობის პერიოდში ყვავილების პლანტაციაში მუშაობს, ხოლო შემდეგ კი ნარკოდილერი ხდება. სანდინო მორენოს როლმა ამ ფილმში მოწონება დაიმსახურა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა საიტებზე და კინოკრიტიკოსებისგან. ამ პერფორმანსმა ის აქცია პირველ კოლუმბიელ, მეორე სამხრეთ ამერიკელ და მესამე ესპანელ მსახიობად, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც 1980-იან წლებში დაიბადა და, რომელმაც მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. გარდა ამისა, მან მოიგო ვერცხლის დათვი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც შარლიზ ტერონთან გაიზიარა და მიიღო ნომინაცია კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე.

2005 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა დრამატული ხელოვნების შესასწავლად და წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად, სადაც ის მიიწვიეს AMPAS– ში. 2006 წელს მან ითამაშა როლები ფილმში Fast Food Nation პატრიცია არკეტთან ერთად და Paris, je t'aime, სადაც მან მოირგო ახალგაზრდა ემიგრანტი დედის როლი. 2007 წელს მან ითამაშა ფილმში Love in the Time of Cholera, რომელიც დაფუძნებულია გაბრიელ გარსია მარკესის ამავე სახელწოდების რომანზე, სადაც იგი გამოჩნდა ხავიერ ბარდემსა და ფერნანდა მონტენეგროს გვერდით.

2008 წელს იგი გამოჩნდა ბენიციო დელ ტოროსთან ერთად სტივენ სოდერბერგის ფილმში "Che", სადაც ასრულებდა ალეიდა მარტ დე გევარას, ერნესტოს "ჩე" გევარას მეორე მეუღლის როლს. ეს ფილმიც გახდა კრიტიკოსებისგან მოწონების ობიექტი. მისი პრემიერა გაიმართა 2008 წელს კანის კინოფესტივალზე. 2010 წელს მან ითამაშა ქალი ვამპირი მარიას როლი ფილმში „ბინდის საგა: დაბნელება“, რომელიც გადაღებულია სტივენ მეიერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

2010-დან დღემდე რედაქტირება

კარიერაში შესვენების შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში, იგი დაუბრუნდა სატელევიზიო როლებს. მან შეასრულა მთავარი როლი ბიოგრაფიულ ფილმში კასტროს ქალიშვილი, ალინა ფერნანდესის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიის მიხედვით.[2] ასევე მან ითამაშა ფილმებში Roa (2013) და A Most Violence Year (2014), სადაც ის გამოჩნდა ოსკარ ისააკსა და ჯესიკა ჩესტეინთან ერთად. 2014 წლის 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ იგი შეუერთდებოდა Falling Skies- ის ბოლო სეზონს იზაბელას როლში.[3]

2016 წელს მან ითამაშა სერიალში American Gothic, როგორც განმეორებადი პერსონაჟი, Christina Morales. იმავე წელს იგი კინოს სამყაროში დაბრუნდა ფილმით Custody, სადაც ვიოლა დევისთან ერთად გამოჩნდა. ფილმის პრემიერა შედგა Tribeca-ს კინოფესტივალზე.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

როგორც მან "The Affair"-თან ინტერვიუში განაცხადა, მორენო არ არის დაქორწინებული.

კატალინა მორენო არის El Delirio Productions– ის გენერალური დირექტორი, ეს არის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს ლოს ანჯელესსა და ბოგოტაში. იგი მუშაობს El Delirio- ს პირველი მხატვრული ფილმის Gratitude-ის პრეპროდუქციაზე, რომლის ავტორი და რეჟისორია თავად მისი ძმა ნიკოლასი, რომელიც, ასევე, მისი ბიზნეს პარტნიორი.

მორენო იყო 2005 წელს ჟურნალ People Magazine- ის "50 ყველაზე ლამაზი ადამიანი".

მორენო იცავს მის ლათინურ წარმოშობას, კითხულობს ესპანურენოვან წიგნებს, როგორც ამას აკეთებდა კოლუმბიაში ცხოვრების დროს, რადგან მას ენატრება მშობლიური ენის მოსმენა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება