ასუმ-ბექის აბანო (აზერ. Qasım bəy hamamı) — ძველებური აბანო, მდებარე ქალაქ ბაქოს (აზერბაიჯანი), ისტორიულ ნაწილ იჩერი-შახერში, ბაქოს ციხე-სიმაგრის სალიანის კარიბჭის ახლოს[1] (ველი მამედოვის ქუჩა №4). აშენებულია XVIII—XIX სს.

კასუმ-ბექის აბანო
აზერ. Qasım bəy hamamı
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, ბაქო, იჩერი-შეჰერი
თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებში

უბრალო ხალხში ის ცნობილი იყო «ტკბილი აბანოს» სახელით, იმის გამო, რომ ჩაისთან ერთად აბანოში ტკბილეულსაც მიართმევდნენ.

თავისი დაგეგმარებითა და სტრუქტურით აბანო ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშებს განეკუთვნება. აბანოს გააჩნია შესასვლელი დარბაზი, გასახდელი, დასაბანი, აუზი და სათბობი. ჯვრისებრი თაღი გასახდელსა და საბანაო ფართობს მოიცავს.[1]

აბანო მარაგდებოდა და თბებოდა კერამიკული მილების საშუალებით მიწოდებული წყლით, რომლებიც კედლებში და იატაკის ქვეშ არის განლაგებული.[1] 1970 წელს ნაგებობა რესტავრირებულ იქნა, რის შემდგომაც აბანოში ე. წ. „მწვანე აფთიაქმა“ დაიწყო ფუნქციონირება.[1]

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების თანახმად ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ, კასუმ-ბექის აბანო „ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ ძეგლს“ წარმოადგენს.[2]

სქოლიო რედაქტირება